Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატები: პუტინი–სააკაშვილის შეხვედრა რუსული მხარის უარის გამო ჩაიშალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივლ.'06 / 15:42

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი "როგორც მინიმუმ“ გადაიდო, რისი მიზეზიც რუსული მხარის უარია სააკაშვილი–პუტინის ორმხრივ შეხვედრაზე.

“ამის ნაცვლად იყო შემოთავაზებები უაზრო სეირნობაზე და დსთ–ს ფორმატით ურთიერთობაზე, რაც ჩვენ ინტერესებში ნამდვილად არ შედის... მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს არ აქვს ახალი სათქმელი და ის ვერ არის ჩამოყალიბებული საბოლოოდ თავის დღევანდელ პოზიციაში და ვერც იმ დონის თავხედური გამოსვლებისთვის არის მზად, როგორსაც მისი [საგარეო საქმეთა და თავდაცვის] მინისტრები აკეთებენ ამ დღეებში“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით კი პრეზიდენტ პუტინს მიხეილ სააკაშვილთან საჯარო დებატებში შესვლა "ეშინია“.

მისი თქმით, მმართველი ძალის ამოცანაა რუსეთ–საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, მაგრამ "არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“.

"როგორც ჩანს,  რუსეთში ნება იმისა, რომ აგრესიული პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა შეიცვალოს, არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ 21 ივლისს.

დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთი "ხელოვნურად ძაბავს“ ვითარებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.

“და ბუნებრივია ჩვენ ველით პროვოკაციების ესკალაციას. ჩვენ არანაირად არ დავუშვებთ ჩვენი მხარის სამხედრო ესკალაციაში ჩართვას და ამას გარანტირებულად ვამბობთ, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ იქ ვინმეს სიცოცხლეს საფრთე დაემუქრება, ამაზე პასუხის გაცემის საშუალება ქართულ მხარეს გააჩნია“, – განაცხადა გივი თარგამაძემ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14