Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლებას კოდორის ხეობაში პრობლემები შეექმნა
/ 24 ივლ.'06 / 15:35
სივილ ჯორჯია

საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ემზარ კვიციანის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა რუსეთის მიერ დადგმული პროვოკაციაა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე, რომელიც სეპარატისტული კონფლიქტებისა და კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების გამო წარმოიშვა. 

გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის“ ხელმძღვანელმა ემზარ კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს გამოუცხადა. ამის მიზეზად მან ჯგუფის განიარაღების თაობაზე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები დაასახელა.

თუმცა, 23 ივლისს მან პოლიტიკური მოთხოვნებიც წამოაყენა და დაუმორჩილებლობის გაგრძელებით დაიმუქრა, თუ პარლამენტი 24 ივლისს უმნიშვნელოდ შეცვლილ მთავრობაში ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად ისევ დაამტკიცებს.

მოწოდებები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარი თემაა. თუმცა, კანონმდებლებმა ოპოზიციური პარტიებიდან დაგმეს კვიციანის ქმედებები და მას "უკანონო“ უწოდეს.

ოფიციალური თბილისი კვიციანის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ეს პიროვნება არ წარმოადგენს კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "კვიციანი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს ამ საფრთხეს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. რომ კვიციანის უკან რუსეთი დგას. 23 ივლისს მან ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს სულთან სოსნალიევს და რუს სამშვიდობოთა სარდალს სერგეი ჩაბანს მასპინძლობდა.

"თავად ეს ფაქტი ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ, თან იქვე დასძინა, რომ კოდორში განვითარებული მოვლენები დაემთხვა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას.

თუმცა, კვიციანმა უარყო, რომ მას შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის და რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ 23 ივლისს იმედი გამოთქვა, რომ კოდორში პრობლემა ორ დღეში მოგვარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხა ასევე ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებაც. მაგრამ თბილისი ხეობაში ძალის გამოყენების საკითხს სიფრთხილით ეკიდება.

კოდორის ხეობა, რომლის მოსახლეობასაც სვანები წარმოადგენენ, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილია, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ხეობა მხოლოდ სიმბოლურად ექვემდებარებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგანაც სიტუაციას კოდორში ყოველთვის ადგილობრივი ავტორიტეტები აკონტროლებდნენ.

აფხაზური მხარე მუდმივად მიიჩნევდა კოდორის ხეობას, როგორც თბილისის პლაცდარმს თავდასხმის შემთხვევაში.

გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა.  

ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. ჯგუფის ხელმძღვანელი, ემზარ კვიციანი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. რწმუნებული იყო ის მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება "ვარდების რევოლუციის" გზით შეიცვალა. თუმცა, 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება რწმუნებულის პოსტის გაუქმების გზით შეძლო.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  2005 წელს დაშალა "მონადირე", რამაც ადგილობრივი კოდორელების უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც მისი ოქრუაშვილთან უთანხმოების მიზეზი გახდა.

2005 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც "მონადირე“ გაუქმდა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი და ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.  თუმცა, ამის შემდეგ არც ინფორმაცია და არც მინიშნება ყოფილა იმაზე, რომ ხეობაში პოლიციის ან რაიმე სხვა ტიპის ოპერაცია იგეგმებოდა.

დეპუტატმა ნიკა გვარამიამ მმართველი პარტიიდან 24 ივლისს განაცხადა, რომ ეს იყო მთავრობის შეცდომა, რომ კვიციანის პრობლემა მაშინვე არ მოაგვარა, როგორც კი გაჩნდა ეჭვები მის კავშირზე კრიმინალურ საქმიანობასთან. 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23