Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია და ხელისუფლება ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით ერთსულოვნები არიან
/ 30 სექ.'06 / 14:02
სივილ ჯორჯია

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, წინასაარჩევნო კონფრონტაცია კი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მთლიანად დაჩრდილა რუსეთსა და საქართველოს შორის ჯაშუშობის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, რომლის მიმართაც ხელისუფლებამ და წამყვანმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ერთიანი მიდგომა დააფიქსირეს.  

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიულმა ფრონტმა" 29 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც პოლიტიკურ სპექტრს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე "კონსოლიდაციისკენ“ მოუწოდებს.

"ეს [რუსეთის პოლიტიკა] არ არის მიმართული მარტო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და მუქარას მთელი ქართველი ხალხის მიმართ და ამ პირობებში ყველას მოვუწოდებთ კონსოლიდაციისკენ და ერთიანობისკენ, რათა არავის არ მივცეთ რუსეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის საფუძველი, რომ დაიწყოს სპეკულაციები შიდა დაპირისპირების თაობაზე“, – განაცხადა "დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა გრუ–ს თანამშრომლებისაგან უნდა იქნას განხილული უფრო ფართო  – საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის კონტექსტში და ბუნებრივია ამ ჯარს უნდა მიჰყვეს რუსეთის ის აგენტურაც, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა ყოველგვარი პრობლემების გარეშე“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ. 

"ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყანასთან ოპოზიციაში ყოფნას“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ 29 სექტემბერს.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველებიდან კი აღნიშნა, რომ მისი პარტია მიესალმება რუსეთის ჯაშუშური ქსელის განადგურებას საქართველოში.

29 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედის“ პოლიტიკურ თოქ-შოუს"რეაქცია" სტუმრებს შორის იყო რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო კოალიციის ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელსაც მოსკოვიდან ოპონირებას უწევდა რუსი დეპუტატი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან ალექსეი მიტროფანოვი.

გადაცემის მსვლელობისას დავითაშვილმა რუს დეპუტატს განუცხადა , რომ ის მას ესაუბრებოდა "არა როგორც ოპოზიციის ლიდერი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე“.

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ლიდერი - სააკაშვილი, თუ სხვა ვინმე - საქართველოს ნებისმიერი ლიდერი გაატარებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედს“ განუცხადა, რომ "რუსეთთან უკომპრომისო პოზიციაა საჭირო“, თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული თავშეკავებაცაა საჭირო, რათა მოსკოვი ძალიან არ გაღიზიანდეს. 

27 სექტემბერს, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის  და საქართველოს თერთმეტი მოქალაქის დაპატიმრების თაობაზე, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა უფრო ფრთხილი განცხადებები გააკეთა და ხელისუფლებას ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მტკიცებულებების გამოქვეყნებისაკენ მოუწოდა. ოპოზიციის ამგვარმა ფრთხილმა რეაქციამ უბიძგა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ისინი "არასწორი შეფასებების“ გამო გაეკრიტიკებინათ.

თუმცა, მოგვიანებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიესალმნენ ოპოზიციის სრულ მხარდაჭერას ხელისუფლების მოქმედებების მიმართ.

"ოპოზიციისგან ჯანსაღი შეფასებების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა“, - განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11