Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა "გენოციდზე“ განცხადება მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ოქტ.'06 / 11:19

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა 28 ოქტომბერს მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აღიაროს "საქართველოს ნაციონალურ-ექსტრემისტული ძალების“ მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საწინააღმდეგო მოქმედებები როგორც ოსი ხალხის გენოციდი, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები "რეგნუმი“ და "კავკაზკი უზელი“.

"ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბები და სისტემატიური ხასიათი იძლევა საბაბს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს რეპრესია არის გენოციდი“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე აღნიშნა თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველებს "ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს.

ამჟამად, საქართველოში 1918-20 წლებში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები ფართო მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი აცხადებს, რომ მაშინ ახლად შექმნილ საქართველოს რესპუბლიკას  ჯარების გაგზავნა ცხინვალში, ჯავასა და როკის უღელტეხილის მახლობლად მდებარე სოფლებში აჯანყებულების წინააღმდეგ მოუხდა, რომელთაც რუსმა ბოლშევიკებმა შთააგონეს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა, თავად რუს ბოლშევიკებს კი საქართველოს ხელში ჩაგდება სურდათ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19