Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"იმედი" და "რუსთავი 2" ყოფილი აგენტის საქმის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ნოე.'06 / 13:00

ლონდონში ყოფილი რუსი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის შედეგად გარდაცვალება და მისი საქმის გაშუქება ორ ქართულ ტელეკომპანიას - "რუსთავი 2"-სა და "იმედს" შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია რუსი აგენტის საქმის შესახებ, ტელეკომპანია "იმედმა“ თავი აარიდა ამ ინფორმაციის გაშუქებას, მაშინ როცა "რუსთავი 2“ თითქმის ყოველდღიურად გადასცემდა ინფორმაციას ამ საქმის ირგვლივ და ყურადღებას ამახვილებდა კავშირზე ანდრეი ლუგოვოისა [პიროვნება, რომელსაც ლიტვინენკო ლონდონში მოწამვლამდე შეხვდა] და გავლენიან ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს შორის.  

ტელეკომპანია "რუსთავი 2“ იტყობინებოდა თავის საინფორმაციო პროგრამაში, რომ ლუგოვოი ბოლოს დროს რამდენჯერმე სტუმრობდა საქართველოს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის მოწვევით. ტელეკომპანიის თქმით, ლუგოვოი შესაძლოა კავშირში იყოს ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლასთან. "რუსთავი 2“-მა აღნიშნა, რომ პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის ოფიციალური წარმომადგენლებისგან კომენტარის აღება ვერ მოხერხდა და დასძინა, რომ ლუგოვოი პატარკაციშვილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მისი უცხოეთში მოგზაურობების დროს.

24 ნოემბერს ჟურნალისტმა, რომელმაც "კურიერში“ ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა, განაცხადა, რომ ამჟამად ორი ძირითადი ვერსია განიხილება დასავლურ მედიაში: ერთის მიხედვით, მოწამვლის უკან შესაძლოა კრემლი იდგეს, ხოლო მეორეს მიხედვით, ლიტვინენკოს ზოგიერთ მეგობარს შეეძლო ამის გაკეთება, მათ შორის ბორის ბერეზოვსკის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და რომელიც პატარკაციშვილის დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორია. სატელევიზიო სიუჟეტის მიხედვით, ლუგოვოი, რომელიც ამჟამად ბიზნესმენობს, რუსული ტელეკომპანია ORT-ს დაცვის სამსახურის უფროსი იყო იმ დროს, როდესაც ტელევიზიას პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი აკონტროლებდნენ.

24 ნოემბერს რადიოსადგურ "ეხო მოსკვის“ ეთერში საუბრისას ლუგოვოიმ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი მოწამვლის საქმესთან და განაცხადა, რომ იგი გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა და იქვე დასძინა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მისი "დიდი ხნის პარტნიორია; ეს არის და ეს“.

24 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედმა“ საინფორმაციო პროგრამაში "ქრონიკა" დეტალურად გააშუქა ლიტვინენკოს სიკვდილის გარშემო არსებული ვითარება და განაცხადა, რომ "მედიის ზოგიერთი წყაროს“ მცდელობა ლიტვინენკოს საქმე პატარკაციშვილს დაუკავშიროს "არაპროფესიონალიზმია“.

"ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია შეეცადო ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია რაღაც ტიპის პოლიტიკურ თამაშებში გახვიო“, - განუცხადა პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა პაატა ჩახნაშვილმა ტელეკომპანია "იმედს“.

ტელეკომპანია "იმედმა“ ასევე განაცხადა, რომ ლუგოვოის "არაფერი აქვს საერთო“ პატარკაციშვილის დაცვის სამსახურთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10