Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 დეკ.'06 / 12:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამრომელი დამნაშავედ არის ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის ივლისში შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი გია ალანია დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ყოფილი პოლიციელების ადვოკატები ამჯერად მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ, ხოლო პროკურორები მათი განაჩენის ერთი წლით გახანგრძლივების წინადადებით გამოვიდნენ. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს შალვა შავგულიძეს სასამართლო პროცესზე იმის დამტკიცება სურდა, რომ მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანიც იყო ჩართული.

თუმცა, 8 დეკემბერს გამართულ პროცესზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა შავგულიძის შუამდგომლობა შეესწავლათ ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი თქმით, ქვემდგომმა სასამართლო ინსტანციამ ყურადღების მიღმა დატოვა.

შავგულიძის თქმით, საქალაქო და ასევე სააპელაციო სასამართლოებმა უარი განაცხადეს იმ დამატებითი მტკიცებულებების შესწავლაზე, რომელთაც შესაძლოა გამოევლინათ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი მკვლელობის საქმესთან.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11