Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
HRW: საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაჩვენებლები არაერთგვაროვანია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 იან.'07 / 14:22

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სიამაყით აცხადებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის მაჩვენებლები ქვეყანაში კვლავაც ”არაერთგვაროვანია”, ნათქვამია Human Rights Watch-ის 2007 წლის ანგარიშში.

"სამართალდამცავების ქმედებების დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება; ეფექტური გამოძიებები იშვიათია. აღმასრულებელი ხელისუფლება ძლიერ გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე და რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ“, - აცხადებს HRW.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გააძლიერა ბრძოლა კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, "რასაც შედეგად მოყვა ძალის უფრო ხშირი გამოყენება დაკავებულთა დასამორჩილებლად ან დასასჯელად“.   

HRW-ის ცნობით, საქართველოში პატიმართა უმეტესობა - რომელთა 63% წინასწარი დაკავების სტადიაში იმყოფება - ცხოვრობს გაჭედილ, ცუდად განიავებულ, ჭუჭყიან საკნებში.

თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც გაზეთ "24 საათში“ 12 იანვარს გამოქვეყნდა, 2006 წელს მისჯილთა რაოდენობა ჭარბობს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობას. პატიმართა გარდაცვალების ფაქტებმა გასულ წელს 92-ს მიაღწია - მათი უმეტესობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა, იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.     

HRW-ი თავის ანგარიშში იმის გამოც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან ვერ შეძლო "დაპირისპირებოდა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების დაუსჯელობის დიდი ხნის პრობლემას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15