Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი გაზის გაძვირების საკითხზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 იან.'07 / 12:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზამთრის განმავლობაში გაზი არ უნდა გაძვირდეს და ასევე ახალ ტარიფში მტკივნეულად არ უნდა აისახოს რუსული გაზის გაძვირების ეფექტი.

”გაზის ფასი არ უნდა გავზარდოთ იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე რთული თვეები, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველთათვის”, -  განაცხადა 31 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა.

ზამთრის პერიოდში საქართველო გაზის უმეტეს ნაწილს 235 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე "გაზპრომისგან“ იღებს, მთლიანი მოხმარების 1/8–ს კი აზერბაიჯანი აწვდის 120 აშშ დოლარად. 

”საქართველო გაზს ორი წყაროდან იღებს: აზერბაიჯანიდან, რომლის წილი სულ უფრო გაიზრდება და რუსეთიდან, რომელშიც ჩვენ პოლიტიკურ ფასს ვიხდით. ერთადერთი მიზანი [რუსეთის მიერ წელს გაზის ფასის გაორმაგების]იყო დარტყმა მიდგომოდა ქართულ ოჯახებს. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ დარტყმის ეფექტი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ  მაქსიმალურად გაზარდოს იაფი გაზის წილი საერთო ენერგობალანსში და თბოელექტროსადგურებზე გაზი ეკონომიურად დაიხარჯოს.

”და შემდეგ გამოვიყვანოთ ისეთი ფორმულა, იმ პირობებში როცა მთავრობა ავანსირებას გააკეთებს თანხებით ამ ზამთარში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რუსეთის მიერ გაზის გაძვირების ეფექტი ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის, მათ შორის დაუცველი ნაწილისთვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ენერგეტიკის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას (სემეკი) გაზგამანაწილებელი კომპანიების ”ყაზტრანსგაზ-თბილისისა” და ”იტერა-საქართველოს” განაცხადები თბილისსა და შესაბამისად, რეგიონებში გაზის ტარიფის მომატების თაობაზე დღეს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა 7 თებერვლისთვის გადაიდო. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72