Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'07 / 12:17

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს წუხელ ღამით ცხინვალის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან , იტყობინება 1 თებერვალს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

ამავე ცნობით, ქართული პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი რომლის შედეგადაც ”დაჭრილია ერთი თავდამსხმელი”.

სამხრეთ ოსეთის მხარე ადასტურებს ერთი ადამიანის დაჭრის და ცეცხლის გახსნის ფაქტებს, თუმცა ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე ამტკიცებს, რომ ეს საპასუხო სროლა იყო მას შემდეგ, რაც ცხინვალის სამხრეთ ნაწილი ქართული სოფლების ნიქოზისა და ერგნეთის მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს ეუთოს დამკვირვებელები და შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები სწავლობენ.

შერეული ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში ფაქტები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს ვინ წამოიწყო სროლები.

ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 28 იანვარს, როცა ცხინვალში ორმხრივი სროლის შედეგად სამი ოსი მილიციელი დაიჭრა. სროლები დაფიქსირდა ასევე 29 იანვარს სოფელ ერგნეთის მიმართულებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26