Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე გირგვლიანის ”ტრაგედიაზე” კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.'07 / 12:27

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ”პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრაგიკული თემა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ სიმართლდე დადგინდება.

28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობაში საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამშრომელი ცნო. თუმცა გირგვლიანის ოჯახი მოითხოვს მკვლელობის დამკვეთების დასჯას. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც განხილვა 6 თვის განმავლობაში უნდა შედგეს.

მკვლელობა 2006 წლის იანვარში მოხდა და ბოლო ერთი წელია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში.  

”ჩვენ ყველანი ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგიკული მოვლენის გამო... ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მართლაც საბოლოოდ დასრულდეს სასამართლო პროცესი ისე, როგორც ამას საზოგადოება ელოდება და ერთხელ და სამუდამოდ ითქვას საბოლოო სიმართლე აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სანდრო გირგვლიანის ხსოვნას.  

დღეს გირგვლიანს 30 წელი შეუსრულდებოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17