Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს და პუტინს ”ისტორიულ ფიგურას” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'07 / 19:56

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატების წარმომადგენლები ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში თბილისში შეიკრიბებიან და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მან საკითხის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და კონტაქტების აღდგენას. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვს ”კეთილი ნების მისიით” ეწვევა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული ”პოზიტიური ნიშნები” შეიმჩნევა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგის მთავარ საკითხს არ წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ფიქრი.

”რომ გითხრათ, რომ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ, ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი და წავიდეს წინ. რა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში იყო გარკვეული ”გაუგებრობები და უსიამოვნო მომენტები”. თუმცა, პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ბოლო დროს მკაცრი რიტორიკა შერბილდა. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებში რუსეთის ელჩს საქართველოში, მას მაინც სასარგებლო საუბარი ჰქონდა მასთან 31 იანვარს. რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკონ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვს სურს ნეიტრალური საქართველო იხილოს. ეს პირობა თბილისის ნატოში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება.

თუმცა, სააკაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო ”აღებული კურსიდან არ გადაუხვევს”.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიესალმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს და მას ”ძალიან მნიშვნელოვანი” ფიგურა უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, ”ისტორიული მნიშვნელობის როლი შეასრულა თანამედროვე რუსეთისთვის”.

”დღეს რუსეთი აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ის იყო რამდენიმე წლის წინ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი, რომ პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან”, - დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც თბილისის განაცხადი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში გამართვის თაობაზე წარუმატებელი გამოდგა, საქართველო ახლა სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას უჭერს მხარს.

”ოლიმპიური თამაშები სოჭში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს რეგიონში, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტებთან. ამ კუთხით [ოლიმპიური თამაშები] დადებითი სტიმული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა სააკაშვილმა.

      

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11