Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”თბილისის წყალი” 85.6 მილიონ დოლარად გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'07 / 13:25

დედაქალაქის წყლით მომარაგების კომპანია ”თბილისის წყალი” Multiplex Solutions-მა 85.662 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო. 

სამინისტრომ განაცხადა, რომ Multiplex Solutions შვეიცარული კომპანიაა, თუმცა დეტალური ინფორმაციის მოწოდება კომპანიის შესახებ ვერ შეძლო.

Multiplex Solutions AG 2005 წლის აგვისტოში შეიქმნა ჟენევაში. ჟენევის სავაჭრო რეესტრის ცნობით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 000 შვეიცარულ ფრანკს (დაახლოებით 85 000 აშშ დოლარს) შეადგენს. 100 000 შვეიცარული ფრანკი მინიმალური კაპიტალია შვეიცარიაში სააქციო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.

კომპანიის თბილისის ოფისმა განაცხადა, რომ მას წყალგანაწილების ქსელების მართვის გამოცდილება არ გააჩნია და მომავალში ოპერატორ კომპანიასთან გეგმავს კონტრაქტის გაფორმებას.       

”თბილისის წყლისთვის”, რომელთან ერთიან პაკეტში ასევეა წარმოდგენილი ჟინვალჰესი, მცხეთის წყლით მომარაგების სისტემა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ბოლო ეტაპზე სულ ექვსი კომპანია იბრძოდა.

მათ შორის იყვნენ: საფრანგეთში განთავსებული Veolia Water - მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანია, რომელიც ოფიციალურად Compagnie Générale des Eaux სახელითაა ცნობილი; ესპანური კომპანიის  Fomento de Construcciones y Contratas (FCC) შვილობილი კომპანია Aqualia; საქართველოს ბანკის და ბრიტანული Biwater Plc-ის შვილობილი კომპანიის Cascal-ის კონსორციუმი; ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო ჯგუფი Penta და Bond Group, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთში მდებარეობს. ყველა მათგანი თავდაპირველად წარმოდგენილი ათი კომპანიიდან შეირჩა.

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, Aqualia მზად იყო 107.6 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა ”თბილისის წყალში”, Penta – 91.2 მილიონი აშშ დოლარი; Bond – 80 მილიონი აშშ დოლარი; Veolia Water – 75.5 მილიონი დოლარი და Cascal – 72.5 მილიონი დოლარი.

Multiplex Solutions-ი მას შემდეგ შეირჩა, რაც კომპანიამ პირობა დადო, რომ 350 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს წყლის განაწილების ქსელის რეაბილიტაციაში და წყლის ტარიფებს მომდევნო ორი წლის მანძილზე არ გაზრდის, აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

წყლის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში 2.4 ლარს შეადგენს ოჯახის თითოეულ წევრზე. განსახვავებით მოსახლეობისა, ორგანიზაციები და საწარმოები გადასახადს მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით იხდიან. ამიერიდან, მათთვის ტარიფი 2.5 ლარიდან 4.4 ლარამდე გაიზრდება კუბურ მეტრზე.

კომპანია 2010 წლიდან მოსახლეობისთვის ტარიფის 2.95 ლარამდე გაზრდას და 2014 წლამდე მის შენარჩუნებას გეგმავს. ”თბილისის წყალმა” უკვე დაიწყო წყლის კომუნალური მრიცხველების დაყენება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამდენად, გაურკვეველია როგორ მოხდება ფასების დადგენა ინვესტორი კომპანიის მიერ გამრიცხველიანებულ უბნებში. 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27