Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილს იძულებით დაატოვებინეს საქართველო - ოპოზიცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'07 / 15:37

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 1 ნოემბერს გამთენიისას იძულებით დაატოვებინეს საქართველო მას შემდეგ, რაც მან განუცხადა თანაპარტიელებს, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას 2 ნოემბრის საპროტესტო აქციაში.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე ოქრუაშვილის პარტიის  ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ გააკეთა განცხადება.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამის 24 საათზე ოქრუაშვილმა პირადად დაუდასტურა, რომ აპირებდა 2 ნოემბრის აქციაზე მისვლას.

”ალბათ ეს ინფორმაცია და ეჭვი ჰქონდა ხელისუფლებას და სწორედ ამის გამო გუშინ გვიან ღამე, იგი გამოიყვანეს სახლიდან დაახლოებით 2-3 საათზე, მისცეს მას პასპორტი ვიზირებული საფრანგეთის საელჩოს მიერ და დაპატიმრების მუქარით იგი აიძულეს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და იგი ჩასვეს თვითმფრინავში და გაფრინდა საფრანგეთის მიმართულებით, ”- განაცხადა ბესელიამ, ”იგი დამიკავშირდა მე პირადად დაახლოებით 2 საათის წინ მიუნხენის აეროპორტიდან და მაცნობა, რომ  იგი იძულებული გახადეს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია”.

ბესელიას განცხადებით, ამ ”უკანონო ღონისძიებაში” მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას თანამშრომლები, ”მისივე ავტომანქანით”.

”აბსოლუტურად გაუგებარია ახალაიას როლი და მისი მონაწილეობა,”- განაცხადა ბესელიამ. 
 
მან ასევე ხაზის გაუსვა, რომ ოქრუაშვილის ოჯახი იმყოფება საქართველოში ”მძევლების” მდგომარეობაში, ”რაც არის საფრთხის შემცველი”.

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკიდან ”დროებით” წასვლის შესახებ განცხადება მისმა თანაპარტიელებმა 11 ოქტომბერს, ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მესამე დღეს გააკეთეს.

მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები აღიარებით ჩვენებაში უარყო, მას არანაირი საჯარო განცხადება აღარ გაუკეთებია.


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17