Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებს გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 დეკ.'07 / 17:28

ოპოზიციური პარტიები 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ოპონენტების ”ტერორში” ადანაშაულებენ და ძალადობის ფაქტებზე პასუხიმგებლობას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აკისრებენ.

დღეს ბათუმში, ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენისა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით გამართული  სტუდენტური აქცია დაარბიეს, განაცხადა ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა.

მისი ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ბათუმში უნივერსიტეტის წინ შეკრებილი 100-მდე სტუდენტი დაარბიეს და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ხალხის  პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე დააკავეს.

”ტერორი მძვინვარებს მთელ ქვეყანაში, ხელისუფლება არის სრულ აგონიაში საკუთარი მარცხის მოლოდინში,”-  განაცხადა თინა ხიდაშელმა, ”ისინი აღარ ინდობენ არავის და გადასულები არიან სრულ ჟანდარმულ ოპერაციებზე”.

დარბევის ფაქტს ადასტურებს გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ოპოზიციონერთა აქციის ოთხი მონაწილის დაკავების ფაქტი, რომლებიც, შსს-ს განცხადებით, შეეცადნენ გზის გადაკეტვას, მოქმედებდნენ ძალისმიერად და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამავე ცნობით, დაკავებულები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 

ოპოზიციური კოალიცია მათი აქტივისტების შევიწროვების ფაქტებზე ”სრული პასუხისმგებლობას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აკისრებს. 

”ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მისგან [ბურჯანაძისგან] პასუხი, მზად არის თუ არა აიღოს პასუხისმგებლობა 5 იანვარს არჩევნების ჩატარებაზე იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველოს ოპოზიციური სპექტრი”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

”პოლიტიკური ტერორი” უწოდეს ასევე ახალმა მემარჯვენეებმა 1 დეკემბერს  მომხდარ ფაქტს, როცა პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაურბიეს მანქანა, წაართვეს საოლქო კომისიის ბლანკები, მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები და თანხა.

მემარჯვენეებმა ასევე გააფრთხილეს ხელისუფლების წარმომადგენლები:  ”ნუ შეეცდებიან დაშინების და ძალადობის მეთოდებით საარჩევვნო კამპანიის წარმართვას”.

დღესვე ნინო ბურჯანაძემ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისაკენ, ხოლო ყველა პოლიტიკურ ძალას წინასაარჩევნო პერიოდში ”ძალადობის პროვოცირებისაგან” თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

”მე ხაზგასმით მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მაქსიმალურად იყოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი სტაბილური გარემო, უზრუნველყოფილი იყოს ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის პრევენცია, მომენტალური რეაგირება მოხდეს ძალადობის გამოვლინებაზე და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი,”- განაცხადა ბურჯანაძემ 3 დეკემბერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს საზოგადოების დარწმუნების მცდელობას, თითქოს ხელისუფლება ცდილობს არასტაბილური გარემოს შექმნას და აპირებს არჩევნების გაყალბებას.

”ეს არის წინასწარი შეგნებით მცდელობა, რომ ადამიანებმა არ მიიღონ 5 იანვრის არჩევნების შედეგები,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ამ მცდელობას ჩვენ ყველანაირად აღვკვეთავთ”.

მან ასევე ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენების საჭიროებას და მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ კანდიდატებს ამომრჩეველთან შეხვედრის ორგანიზებაში. 

”ასევე ყველა მედიამ უნდა უზრუნველყოს ძირითადი საარჩევნო სუბიექტების თანაბარი გაშუქება და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10