Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან ”ლაპარაკის” შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 იან.'08 / 10:45

პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის სატელევიზიო ინტერვიუმ სიცხადე ვერ შეიტანა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლარაკებების არსში.

15 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში საუბრისას გაჩეჩილაძემ თავი შეიკავა გამოეყენებინა სიტყვა ”მოლაპარაკებები” და სანაცვლოდ განაცხადა, რომ ”მიდის ლაპარაკი” ხელისუფლებასთან. ამით ის შეეცადა გაეფანტა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია თმობს თავის პოზიციას არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა კომპრომისების სანაცვლოდ.

მან განაცხადა, რომ ”მოთხოვნა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების და ხმების ხელახლა გადათვლის თაობაზე ძალაში რჩება”. თუმცა აშკარად თვალშისაცემი იყო ამ საკითხზე საუბრისას მისი რიტორიკის შერბილება, რამაც გარკვეულწილად ოპოზიციის შესაძლო კომპრომისზე მიანიშნა. გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”რასაც ჩვენ მოვითხოვთ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები თუ მეორე ტური - და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტური ჩატარდეს - არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი”.

საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას მან განაცხადა: ”ჩემი სურვილია ვიხილო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის და სხვების მონაწილეობით”.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 15 იანვარს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან რვა საკითხზე და ერთ-ერთ მათგანზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს შეთანხმება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებას. ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც თავი შეიკავეს მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან. 15 იანვარს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შიშობენ, რომ ზიანს მიაყენებენ მოლაპარაკებების პროცესს დეტალებზე საჯარო განცხადებების გაკეთებით. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირების და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.

სატელევიზიო ინტერვიუში გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”მოუთმენელი ნუ იქნებით. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან კომპრომისი არ იქნება; რაც შეეხება შედეგებს, ვნახოთ რა იქნება შედეგი ხვალ ან ზეგ”.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ დათანხმდება რაიმე თანამდებობას სააკაშვილისგან, რომელსაც ის არ მიიჩნევს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად. ”რაიმე გარიგება თანამდებობებზე გამორიცხულია. მე იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც არ აღიარებს მას,” - განაცხადა მან.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია უზარმაზარი აქციის ჩატარებას გეგმავს 20 იანვარს - მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს. ”აქციის ადგილი და ფორმა მოგვიანებით გამოცხადდება,” - დასძინა მან.

გაჩეჩილაძე სააკაშვილს 9 იანვარს შეხვდა. მისი თქმით, იგი მას შემდეგ სააკაშვილს არ შეხვედრია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4