Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის მემორანდუმი
/ 29 იან.'08 / 14:34

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს

მსოფლიო ქვეყნების მთავრობებს 
და საერთაშორისო ორგანიზაციებს

საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების
და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება

2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის და
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვაცხადებთ, რომ:

• საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე დამოუკიდებელი დამკვირვებლების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების და ძალადობის პირობებში, რამაც გამოიწვია პირდაპირი ზეგავლენა არჩევნების შედეგზე და კანონის დარღვევით არ დაინიშნა არჩევნების მე-2 ტური;

• საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ ცნობენ თვითგამოცხადებული “პრეზიდენტის“ მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობას და უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე და მის მთავრობაში ნებისმიერი თანამდებობების დაკავებაზე;

• სააკაშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინააღმდეგობის კამპანიას კონსტიტუციური, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებების გამოყენებით;

• მიგვაჩნია რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რისთვისაც გადაუდებლად უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმური შედეგების დაძლევის მიზნით:
1. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით გადაითვალოს ამომრჩეველთა ხმები სადავო ოლქებში, მ.შ. ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით;
2. კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით;
3. განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა;

პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით:
4. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირები;
5. გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა,  პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები;
6. გადაყენებულ იქნენ შს მინისტრი და გენერალური პროკურორი. რეორგანიზებულ იქნეს პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები (სოდ, კუდ, სასჯელ-აღსრულების სპეც-დანიშნულების დანაყოფი);
7. შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა: პარლამენტის საგამოძიებო კომისია (პარიტეტულ საწყისებზე) და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს;

სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით:
8. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით შემჭიდროებულ ვადებში,  გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით;
9. კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე;
10. რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ. „მიჰნიკის ჯგუფი“;
11. აღდგეს საჯარო დაწესებულებების, მ.შ. სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება;

არჩევნების პროცესის კანონიერად წარმართვის მიზნით:
12. პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (აპრილი). აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს აჭარის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (ივლისი);
13. რეფორმირებულ იქნეს დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (winner takes all), იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად;
14. სრული პარიტეტის პრინციპით (ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით) დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;
15. აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა;
16. ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეო-თვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის;
17. შემუშავებულ იქნეს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია სადაც გათვალისწინებულ იქნება წინასწარი გამოკითხვების (Exit Poll) გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო დამკვირვებლების სხვა შენიშვნები.


გაერთიანებული ოპოზიციის
პრეზიდენტობის კანდიდატი:                                                      ლევან გაჩეჩილაძე

ახალი მემარჯვენეების ლიდერი
და პრეზიდენტობის კანდიდატი:                                        დავით გამყრელიძე

მომავლის პარტიის ლიდერი
და პრეზიდენტობის კანდიდატი:                                                    გია მაისაშვილი

ეროვნული ფორუმი:                                                                                 კახა შარტავა

თავისუფლება:                                                                 კონსტანტინე გამსახურდია

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის:                                   გია თორთლაძე

კონსერვატიული პარტია:                                                                ზვიად ძიძიგური

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს:                                    ზურაბ ტყემალაძე

რესპუბლიკური პარტია:                                                           დავით უსუფაშვილი

საქართველოს გზა:                                                                 სალომე ზურაბიშვილი

ქართული დასი:                                                                            ჯონდო ბაღათურია

ჩვენ თვითონ:                                                                                       პაატა დავითაია

ხალხის პარტია:                                                                             კობა დავითაშვილი

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12