Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი შეიძინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 თებ.'08 / 12:05

Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას KazMunaiGas-ს მიყიდა, განაცხადა Greenoak-მა 5 თებერვალს. თუმცა, გარიგების თანხა არ გაუხმოვანებია.

Greenoak-მა ბათუმის ნავთობტერმინალი 1999 წელს იყიდა. კომპანიის თქმით, მან 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ტერმინალში. ამჟამად, ტერმინალის გამტარობა 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს წელიწადში.

ბათუმის პორტი კი Greenoak-მა 2006 წელს შეიძინა 92 მილიონ აშშ დოლარად. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ პორტი არ გაყიდულა, არამედ მისი მართვის უფლება გადაეცა Greenoak-ს 49 წლით. თუმცა, Greenoak-მა ეს კატეგორიულად უარყო. ” Greenoak-მა იყიდა ბათუმის პორტი,” - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მზია გეგენავამ Civil.Ge-ს 6 თებერვალს. Greenoak-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა მოგენს ჰანსენმა ასევე განაცხადა პრეს-რელიზში, რომ ბათუმის პორტი ”შეძენილ იქნა”.

Greenoak-ის განცხადებით, ის ამ ეტაპზე განაგრძობს ნავთობტერმინალის და პორტის მართვას ახალი მეპატრონის თანხმობით.    

KazMunaiGas-მა Greenoak-თან პარტნიორული ურთიერთობები 2006 წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც ორი კომპანია ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდა, რაც უზრუნველყოფდა მეტი ყაზახური ნედლი ნავთობის შემოდინებას ბათუმის ნავთობტერმინალში. 2007 წლის მარტში ორი კომპანია ბათუმში ერთობლივი საწარმოს - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე  შეთანხმდა.

”ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ნავთობის სტაბილური შემოდინება სატრანზიტო დერეფნის საშუალებით, რაც კიდევ 20 000 ქართველ მუშახელს დაასაქმებს. ბათუმის ნავთობტერმინალზე და ბათუმის პორტში უკვე დასაქმებულია 2 000 ადამიანი,” განაცხადა მოგენს ჰანსენმა. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23