Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”თავისუფლების ინსტიტუტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის გამო ხელისუფლებას უტევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'08 / 13:21

”თავისუფლების ინსტიტუტმა”, გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოპოზიცია და ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი და პერსონალურად მისი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ”უხეშ დარღვევაში” დაადანაშაულა.

ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები უიშვიათესი შემთხვევაა ”თავისუფლების ინსტიტუტის” მხრიდან, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

”იძულებული ვართ ხელისუფლებას და ოპოზიციას შევახსენოთ კანონი ”მაუწყებლობის შესახებ,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი” 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ”შევახსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის სახელმწიფოსა და ხელისუფლების დაქვემდებარებული ტელევიზია”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების წყაროა. ოპოზიცია მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თამარ კინწურაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას და ახალი სამეურვეო საბჭოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტებას.

თავად თამარ კინწურაშვილი ”თავისუფლების ინსტიტუტის” წიაღიდან არის წამოსული, სადაც ის 2005 წლამდე, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ სამეურვეო საბჭოს წევრად და შემდეგ ხელმძღვანელად დაინიშნებოდა 6 წლის ვადით, მედია-პროგრამებს უწევდა კოორდინირებას.

”დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების საგანს წარმოადგენდეს,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილ წევრებს ხელისუფლებამ საბჭოს დატოვება სთხოვა თუ მოსთხოვა - ეს განცხადება თავად ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა... გაკვირვებას იწვევს განცხადებები,  რომ  უკვე მიღწეულია  შეთანხმება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით”.

განცხადებაში კანონზე დაყრდნობით ასევე ნათქვამია, რომ გენერალური დირექტორის გადაყენება შეუძლია მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრთა 2/3-დს. საბჭოს 9 წევრიდან დარჩენილმა სამმა წევრმა გასულ თვეში დატოვა თანამდებობები. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

”მოვუწოდებთ ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტარებს, თავი შეიკავონ მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისგან,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ თავად ”თავისუფლების ინსტიტუტი” ცდილობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეგავლენის მოხდენას თამარ კინწურაშვილის მეშვეობით. ”კარგი იქნებოდა ასეთი განცხადებების გაკეთებისგან ”თავისუფლების ინსტიტუტს” თავი შეეკავებინა,”- განაცხადა მან.

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან კი ”რეზონანსთან” საუბარში აღნიშნა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადება უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ეს  ჯგუფი კვლავაც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას. ”ისინი ტელევიზიის საქმეებში თავად ერეოდნენ და დღეს ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურთ,”- განაცხადა ბერძენიშვილმა, ”ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ვნახეთ, თუ როგორ ერეოდა ბოკერია-რამიშვილი სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში”.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34