Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნები მაისში ჩატარდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'08 / 17:52

პარლამენტმა 183 ხმით, ერთხმად დაუჭირა პირველი მოსმენით მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები გაიმართება მაისში.

აღნიშნული ცვლილებით კონსტიტუციაში აისახა 5 იანვრის პლებისციტის შედეგები, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა 79%-მა მხარი დაუჭირა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას.

ოპოზიციამ მიესალმა ამ ცვლილებას, როგორც მრავალთვიანი მცდელობის შედეგს.

გარდა  ამ ცვლილებისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის რწმუნებულების სტატუსის კონსტიტუციურ განსაზღვრას. პროექტის თანახმად, გუბერნატეორები სახელმწიფო ზედამხედველობას გაუწევენ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, თუმცა მათი სხვა უფლებამოსილებანი შესაბამისი კანონით დარეგულირდება.

პროექტი ასევე განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტში პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერების თანამდებობების შემოღებას, იმ პირობით, რომ ამ სტატუსს მოქმედი მინისტრები შეითავსებენ. თუმცა ეს ინსტიტუტი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა.

დეპუტატებმა დღეს კენჭი არ უყარეს და მომავალი კვირისათვის გადადეს მეორე საკონსტიტუციო პროექტი, სადაც ოპოზიციასთან ჯერ კიდევ შეუთანხმებელია პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 4-დან 5 წლამდე გაგრძელების საკითხი და პრეზიდენტის უფლებამოსილება დასვას მთავრობის ნდობის ან პარლამენტის დათხოვნის საკითხი პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში.  ასეთი უფლება დღეს პრეზიდენტს მხოლოდ ბიუჯეტის კანონთან მიმართებაში აქვს.
ასევე შეუთანხმებელი რჩება მაჟორიტარული სისტემის რეგიონული პროპორციული სისტემით შეცვლის საკითხიც. აღნიშნული კანონპოექტი ასევე ითვალისწინებს, საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირებას, რაც მხარეებს შორის დავას არ იწვევს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15