Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი უარყოფს თბილისთან შეთანხმებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'08 / 10:19

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოსთან შეთანხმება რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ. მან ასევე უარყო ის ფაქტი, რომ თითქოსდა დაარწმუნა თბილისი, რომ მოსკოვი ”არასდროს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”.

რუსეთის საგარეო უწყებამ 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზღვრების ერთობლივი კონტროლი განიხილება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ფარგლებში.

”განხილვების დროს ჩვენ დასაწყისშივე ნათლად აღვნიშნეთ, რომ განთიადი-ადლერის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და როკის გვირაბზე  სასაზღვრო კონტროლის განხორციელება მთლიანადაა დამოკიდებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესზე და სოხუმის და ცხინვალის თანხმობაზე, რომელთაც ეცნობათ ჩვენი პოზიციის თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს კარგად ესმით ეს ფაქტი,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა: ”თქვენ იცით, რომ ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის მთავრობასთან და რუსეთის მთავრობამ მოგვცა თანხმობა როკის გვირაბის და ფსოუს სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე. ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ტექნიკური დეტალები როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მაგრამ ესეც არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი და გარღვევა”.

მანვე ასევე განაცხადა იმავე დღეს, რომ სეპარატისტი ლიდერები გაწბილებულები დარჩნენ, რადგანაც რუსეთმა არ აღიარა ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ. 22 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”რუსულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ ის არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს”.

”მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხი პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრის დროს არ ყოფილა დეტალურად განხილული და არც არანაირ დარწმუნებას არ ქონია ადგილი,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ”ფაქტიურად, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ჩვენ არ უნდა გადავიღოთ ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს უკანონო ქმედებები, თუმცა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება და აღიარება გათვალიწსინებულ უნდა იქნას ჩვენს მომავალ პოლიტიკაში. ამავე დროს, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეხედულებების გათვალისწინებით”.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები ”მცდარ შეხედულებას ქმნის”, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ზურგს უკან ფარულ გარიგებებს აწარმოებდა.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22