Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დანიის პრემიერ-მინისტრი: ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მარ.'08 / 10:50

აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან 1 მარტს მის ტეხასის რანჩოზე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე.

”ნატოსა და ევროკავშირის საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწვდით მსურველ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობებს ევროპასთან კავშირების რეფორმირებისა და განვითარების საქმეში. და ჩვენ მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავუგზავნით ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან,” - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველომ ”ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია” ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

”ის, რაც 2-3 წლის წინ მეც კი მეჩვენებოდა მიუღწეველ უტოპიად, დღეს არის სრულიად რეალური,” - განაცხადა მან, ”2008 წლის 5 აპრილს ბუქარესტში იმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთ საკითხად, როგორც ჩანს განიხილება, უკრაინისათვის და საქართველოსათვის ნატოს წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ეს არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის”.   

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56