Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე და ბაქრაძე ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მარ.'08 / 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიმართ განწყობა ”პოზიტიურია”.

საქართველომ ალიანსის 5 აპრილის სამიტის წინ, რომელიც ბუქარესტში გაიმართება, ოფიციალურად მიმართა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით.

”მე წინასწარ ნამდვილად არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ის, რომ განწყობა არის საქართველოს მიმართ პოზიტიური, ეს ნამდვილად არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ასევე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, გამართულ საუბარს ”გულახდილი” უწოდა.

”აბსოლუტურად გახსნილად და გულახდილად ვისაუბრეთ იმაზე რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ბუქარესტი იყოს წარმატებული სამიტი და რა შანსები აქვს საქართველოს ამ სამიტზე გახდეს ნატოს წევრობის კანდიდატი,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ  დაფიქსირდა, რომ  საქართველომ პრაქტიკულად უნაკლოდ შეასრულა საშინაო დავალება და გატარებული რეფორმების თვალსაზრისით ქვეყანას არანაირი პრობლემა არ აქვს”.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30