Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა გაგრძელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მარ.'08 / 11:25

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა 15 მარტიდან 23 მარტამდე გაგრძელდა.

ამის მიზეზად სამეურვეო საბჭომ დაასახელა პოტენციური კანდიდატების მიერ საჭირო დოკუმენტების მოსაგროვებლად დროის ნაკლებობა . თუმცა, ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიცია დაადანაშულა იმაში, რომ ვერ მოხერხდა გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე შეთანხმება, რადგანაც ოპოზიციამ უარი თქვა დიალოგის გაგრძელებაზე. თუმცა, თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ დაასახელა მისთვის სასურველი კანდიდატურა, თუმცა ხელისუფლებამ ის უარყო, თუმცა სანაცვლოდ არავინ დაუსახელებია.

ხიდაშელმა უარი თქვა ოპოზიციის კანდიდატურის დასახელებაზე; თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ჟურნალისტს და პოლიტიკურ მიმომხილველს ია ანთაძეს უჭერდა მხარს, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე.   

ახალმა ცხრა-წევრიანმა სამეურვეო საბჭომ, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა, გენერალური დირექტორი 4 აპრილამდე უნდა დაასახელოს.


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27