Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიარქი ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტას თხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'08 / 15:01

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხოლო ხელისუფლებას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

”მამა-შვილური სიყვარულით მივმართავ მოშიმშილეებს შეწყვიტონ  პროტესტის ეს ფორმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,”- განაცხადა დღეს პატრიარქმა, ”ჩვენ გულისტკივილით და ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელმაც მწვავე ფორმა - უვადო შიმშილობა - მიიღო, ისეთ სტადიაში გადადის, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - ეს კი არაქრისტიანული მოქმედებაა”. 

”ასევე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააცხრობს დაპირისპირებას და მოლაპარაკების განახლებას შესაძლებელს გახდის. ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს შექმნილი სიტუაციისაგან, რაც ყველა მხარის შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს. ამისაკენ ყველა უნდა ისწრაფოდეს,” - განაცხადა დღეს ილია II-მ. 

”ამასთან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისი და დათმობა ძლიერთა ხვედრი და თვისებაა და ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს და უკან დახევას”, - აღნისშნა მან.

მმართველი პარტია უკვე მიესალმა პატრიარქის მოწოდებას და მზადყოფნა გამოთქვა დიალოგის განახლებაზე.

”ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ეს შიმშილობა შეწყდეს,”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგი წერეთელმა, ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ეს თხოვნა თუ მოთხოვნა გაუადვილებს მათ [მოშიმშილე ოპოზიციონერებს]”.

დღეს შიმშილობის მე-12 დღეა იმ ხუთი მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც ათობით მხარდამჭერთან ერთად პირველებმა დაიწყეს ეს აქცია. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე 11 დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).


 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35