Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკელები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ”ფარსს” უწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'08 / 16:06

ოპოზიციის არცერთი ძირითადი მოთხოვნა, მათ შორის მაჟორიტარული არჩევნების თაობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტული წესით დაკომპლექტების შესახებ, არ არის ასახული საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ცვლილებებში, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს, აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

”ცვლილებები, რომელსაც ერთ საათში კენჭს უყრის პარლამენტი, ადასტურებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის, ღია კარისა და პრობლემების მოგვარების მცდელობის შესახებ საუბარი მხოლოდ ფარსი და დემაგოგიაა,”- განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, რესპუბლიკელი დეპუტატები არ აპირებენ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობის მიღებას. მან წარმოადგინა 7 საკითხი, რომლის მიღებასაც რესპუბლიკელები კატეგორიულად არ ეთანხმებიან: 

• სარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, რაიონის მაჟორიტარად აირჩევა პირი, რომლის წინააღმდეგ ხმას მისცემს ამომრჩევლის 70%. რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. რესპუბლიკელები ამ ზღვარის 50%-მდე გაზრდას ითხოვენ.

”ამდენად, განცხადებები რაიონებში მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლების შესახებ ხელისუფლების მორიგი ფარსი და თვალთმაქცობაა,”- აცხადებს ხიდაშელი.

• ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლება უარს აცხადებს საარჩევნო კომისიებში პარტიების პარიტეტულ წარმომადგენლობაზე და კვლავაც 7/6 (ხელისუფლება/ოპოზიცია) მოდელით აპირებს საარჩევნო ადმინისტრაციების მოწყობას.

”ბუნებრივია კომისიებში უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას ექნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული,”- აცხადებს ხიდაშელი.  

• ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში არაფერს ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის შეთანხმებით არჩევის შესახებ და ”შესაბამისად, კვლავაც დღევანდელი მოდელის დატოვებას აპირებს”.

•  შემოთავაზებული ცვლილებებით შეუძლებელი ხდება საჩივრებისა და განცხადებების წარდგენა, ვინაიდან ერთ დღემდეა დაყვანილი გასაჩივრების ვადები, რთულდება საჩივრის ჩაბარების პროცედურები, ხოლო საჩივრის მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ”უკანონოდ” უარის თქმის შემთხვევაში, მისი ხელახალი წარდგენა შეუძლებელი ხდება.

”საარჩევნო კოდექსიდან ქრება ბევრი ისეთი დებულება, რომელსაც ოპოზიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გასაჩივრებისას ეფუძნებოდა,” - აცხადებს ხიდაშელი.

• შემაჯამებელი ოქმების სავალდებულო ჩანაწერებიდან ქრება პუნქტები: ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩევლის საერთო რაოდენობა.

”ეს ის პუნქტებია, რომლითაც ჩვენ ვამტკიცებდით გაყალბებას, რომლითაც ვამტკიცებდით ოქმებში არსებულ დისბალანსს,” - აცხადებს ხიდაშელი.

• საოლქო კომისიებს ეძლევათ უფლება შეასწორონ მონაცემები საუბნო კომისიების ოქმებში. ოქმების ხელახლა გადაწერა იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც ისინი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ.

• ხელისუფლება რთავს რა საჯარო მოხელეებს საარჩევნო კომისიებში წევრობის ნებას, ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრაქტიკის ლეგალიზაციას.

”თუკი აქამდე გამგეობისა და სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლები უკანონოდ ერეოდნენ საარჩევნო კომისიების საქმიანობაში, დღეს პარლამენტი კენჭს უყრის მათი მხრიდან ზეწოლისა და ძალადობის დაკანონებას,”- აცხადებს ხიდაშელი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13