Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'08 / 19:44
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 21 მარტს 134 ხმით 2-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც 75 ერთმანდატიან ოლქებში თითო მაჟორიტარის არჩევას და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წარმომადგენლით ფორმირებას ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ გამორიცხა ოპოზიციის წინადადების გათვალისწინება, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ ოპოზიცია მზად იყო შიმშილობის აქცია შეეწყვიტა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შესულმა ერთადერთამ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა კენჭისყრამდე კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას ”პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად” და ”ნორმალურ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასასვლელად” გაეთვალისწინებინა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე შეთავაზება, რომელზეც  ”პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული”.

”იქნება მაინც დაფიქრებულიყავით,”- მიმართა ბერძენიშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან, ”ნუ იქნებით იმის იმედად, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი არ მოვა იმ პირობებში, რომ ქაღალდზე დაწერილი არ არის ადეკვატური იმისა, რაც ქვეყანაში ხდება”.

”თქვენ ისე იქცევით თითქოს 2 ნოემბერი არ ყოფილა, 13 და 20 იანვარს 100 ათასობით ადამიანმა გაყალბებული არჩევნები არ გააპროტესტა, თითოს ეუთოს დასკვნაში არ ეწეროს, რომ უბნების 23%-ში [5 იანვრის საპრეზიდენტო] არჩევნები ცუდად ამ ძალიან ცუდად ჩატარდა,”- განაგრძო მან, ”ამის შემდეგ თქვენ გვთავაზობთ სარჩევნო კოდექსში ისეთ ცვლილებებს, რომელიც იმაზე უარესია, ვიდრე იყო იმიტომ, რომ თქვენ გეშინიათ ამომრჩევლების და და ხელოვნური მექანიზმებით ცდილობთ ამ [საპარლამენტო] ადგილების შენარჩუნებას”.

ბერძენიშვილმა მოითხოვა მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად საჭირო ამომრჩევლის მხარდაჭერის 30%-იანი ზღვარის 50%-მდე გაზრდა, თუმცა მმართველი პარტიისაგან უარი მიიღო, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ საკუთარი მაჟორიტარების გაყვანა ხელისუფლებას პირველივე ტურში სურს და ოპოზიციასთან შესაძლო მეორე ტურს გამორიცხავს.

თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ისინი ბევრ დათმობაზე წავიდნენ. მათ შორის იმაზე, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები მაჟორიტარები ვერ გახდებიან. მიღებული ცვლილებების თანახმად, მხოლოდ პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

იმავდროულად, მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ოპოზიციის შენიშვნა გასაჩივრების ვადების 1-დან 2-დღემდე გაზრდის თაობაზე, თუმცა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესი არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ვერ დააბრკოლებს. საპარლამენტო არჩევნები 20-დღეში უნდა შეჯამდეს.

გარდა ამისა, კოდექსში ასახულია ვიდეო-თვალის მასალების გამოყენების უფლება დარღვევის გამოაშკარავების მიზნით. თუმცა დაინტერესებულ სუბიექტს  ვიდეო-ჩანაწერის მხოლოდ 15-წუთიანი მონაკვეთის ნახვის უფლება ექნება.

ასევე საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია ოპოზიციის შენიშვნა საარჩევნო კომისიებში საჯარო მოხელეების შეყვანის დაუშვებლობის თაობაზე.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, აღარ იქნება დამატებითი სიები, რაც ორჯერ ხმის მიცემის მექანიზმად არის მიჩნეული.


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20