Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნებში სამი ბლოკი და ცხრა პარტია იღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'08 / 18:59
სივილ ჯორჯია

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სამი პოლიტიკური ბლოკი და 8 აპრილისთვის რეგისტრირებული ცხრა პარტია მიიღებს მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად გამოვა ”გაერთიანებული ოპოზიცია  -ეროვნული საბჭო - ახლები”, სადაც შედის ცხრა ოპოზიციური პარტია: კონსერვატორები; საქართველოს გზა; თავისუფლება;  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ხალხის პარტია;  ქართული დასი; ეროვნული ფორუმი; ჩვენ თვითონ და ახალი მემარჯვენეები.

მეორე ბლოკში გაერთიანდნენ ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია. ეს ორი უკანასკნელი პარტია ახლახანს დააარსეს დეპუტატებმა გოჩა ჯოჯუამ და გუგული მაღრაძემ, შესაბამისად.

მესამე ბლოკში სახელწოდებით ”მემარჯვენე ალიანსი - თოფაძე მრეწველები” შედიან პარტიები: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს,  ეროვნული დემოკრატიული პარტია (ედპ) და ერთობა, რომლის ლიდერია დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი. მრეწველები და ედპ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალი მემარჯვენეების კანდიდატს დავით გამყრელიძეს უჭერდნენ მხარს.

ბლოკების შექმნის ვადა დღეს 18 საათზე მოიწურა.

საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ცხრა პარტია: 

1.სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური მოძრაობა - ლიდერი შალვა კუპრაშვილი;
2.პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა” - ლიდერი თამაზ ღუღუნიშვილი;
3.პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული პოლიტიკა” - ლიდერი, დეპუტატი გოჩა ფიფია;
4.ქრისტიან-დემოკრატები - ლიდერი გიორგი თარგამაძე;
5.საქართველოს სპორტსმენთა კავშირი - ლიდერი ვალერი გიორგობიანი;
6.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - მმართველი პარტია;
7.ლეიბორისტული პარტია - ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
8.რესპუბლიკური პარტია - ლიდერი დავით უსუფაშვილი;
9.ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი - ლიდერი გიორგი კობახიძე.

თავდაპირველად ცესკოში 60-მა პარტიამ შეიტანა განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუმცა მათ ნაწილს, მათ შორის საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საარჩევნო ბლოკებმა და პარტიებმა დეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო ადმინისტრაციებში 21 აპრილამდე უნდა წარადგინონ.

საარჩევნო სუბიექტებს, სურვილის შემთხვევაში, ასევე რჩებათ შანსი 19 მაისამდე უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41