Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა გაერთიანებული ოპოზიციის 11 ლიდერს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივნ.'08 / 11:41

20 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე გაერთიანებული ოპოზიციის 11 დეპუტატს შეუწყდა.

კენჭისყრის შედეგად ვადამდე დატოვეს სადეპუტატო მანდატები: ეკა ბესელიამ - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ლევან გაჩეჩილაძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ - პარტია თავისუფლება, დავით გამყრელიძემ - ახალი მემარჯვენეები,  კობა დავითაშვილმა - ხალხის პარტია, მამუკა კაციტაძემ - ახალი მემარჯვენეები, დავით საგანელიძემ - ახალი მემარჯვენეები, ფიქრია  ჩიხრაძემ - ახალი მემარჯვენეები, გუბაზ სანიკიძემ - ეროვნული ფორუმი, ზვიად ძიძიგურმა - კონსერვატიული პარტია და გიორგი ხაინდრავამ. 

მათ შესამაბისი განაცხადებით პარლამენტს 13 ივნისს იმ მოტივით მიმართეს, რომ არ ცნობენ ”არალეგიტიმური” პარლამენტის უფლებამოსილებას, რომელიც მათი თქმით, გაყალბების შედეგად იქნა არჩეული 21 მაისს.

კიდევ ერთ დეპუტატს ახალი მემარჯვენეებიდან ირაკლი იაშვილს, რომელმაც საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე,  საკუთარი განცხადების საფუძველზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას.

გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასულმა დანარჩენმა ხუთმა დეპუტატმა  უარი არ თქვა საპარლამენტო მანდატებზე. აქედან, მხოლოდ ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მიიღო მონაწილეობა 18 ივნისს პარლამენტის სხდომის მუშაობაში. დანარჩენი ოთხი დეპუტატი - უპარტიო გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი, პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერი პაატა დავითაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს გზის ყოფილი წევრი, რომლებმაც ჯონდი ბაღათურიას მსგავსად ასევე დატოვეს გაერთიანებული ოპოზიციის რიგები, ჯერ-ჯერობით ბოიკოტის რეჟიმს მიმართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის მზადაა დიალოგი გამართოს როგორც პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ისე ყოფილ კოლეგებთან, რომლებმაც პარლამენტის დატოვების რადიკალური გზა აირჩიეს.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია ასეთი გზა, აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულვებელყოფის გზა,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ კენჭისყრის დარულების შემდეგ.

პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს ლეიბორისტული პარტიის სიით გასული ექვსი დეპუტატიდან ოთხის, მათ შორის პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, განაცხადებს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14