Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსული სამხედრო წვრთნები კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'08 / 17:38

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიურმა სამხედრო ოლქმა 15 ივლისს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ”კავკაზ-2008” დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 8,000 სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან, შინაგანი ჯარებიდან და ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

”წვრთნების მთავარი მიზანია სამხედრო ადმინისტრაციების ერთობლივი პასუხის შეფასება რუსეთის სამხრეთით არსებული ტერორისტული საფრთხის ფონზე,” - იტყობინებიან ”ინტერფაქსი” და ”იტარ-ტასი” რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწის იგორ კონაშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით, წვრთნების დროს ასევე იქნება შემუშავებული შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში მშვიდობის განმტკიცების ოპერაციებში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები”.

ამავდროულად, დაახლოებით 2,000-მა სამხედრომ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, 15 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნები ”Immediate Response - 2008” დაიწყო.

წვრთნებში ასევე იღებენ მონაწილეობას სამხედროები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

აშშ-ს ბრიგადის გენერალმა უილიამ გარეტმა ვაზიანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრნების მთავარი მიზანია აშშ-ს და ქართულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერ წვრთნების ჩატარების გეგმები პირველად 2008 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11