Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ექვსპუნქტიან გეგმაზე მერყეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 აგვ.'08 / 16:01

•რაისი თბილისში კრიზისის მოგვარების საკითხს განიხილავს;
•მერკელი თბილისში გამომგზავრებამდე მედვედევს ხვდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უფრო ახლოს გაეცნობა აშშ-ს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი გეგმის ხელმოწერამდე. გეგმა ევროკავშირის და მისი საფრანგეთის თავმჯდომარეობის ხელშეწყობით მომზადდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 15 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა.

ცოტა ხნის წინ CNN-ის პირდაპირ ეთერში ლარი კინგის თოქ შოუს საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო, სადაც წამყვანმა დასვა შეკითხვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისში პარიზიდან ჩამოიტანს კრიზისის მოწესრიგების გეგმას და მოაწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილი ამ შეთანხმებას.

”ჩვენ უნდა ვნახოთ მან [კონდოლიზა რაისმა] რა ჩამოიტანა. ჩვენ ისევ მოლაპარაკებათა პროცესში ვართ,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ რუსები ცდილობენ თავიანთი შემოჭრის გამართლებას და მათი საქართველოში ყოფნის დაკანონებას, ნამდვილი საერთაშორისო სამშვიდობოების და  საერთაშორისო გამჭირვალობის გარეშე, ეს ხალხი მეტ პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ და დანარჩენ ევროპასაც”.
  
საქართველო უკმაყოფილო ჩანს იმ დათმობების გამო, რომელზე წასვლაც მოუწევს შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. თბილისის შეშფოთების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ის დებულება, რომელიც ეხება სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების დარჩენას სამშვიდობოების სტატუსით.

კონფლიქტამდე არსებული სტატუს ქვო - ანუ, როგორც მას ახლა ეძახიან, 6 აგვისტოს სტატუს ქვო - გულისხმობს შერეული სამშვიდობო ძალების ყოფნას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. შერეულ სამშვიდობო ძალები რუსული, ჩრდილოეთ ოსური და ქართული ძალებისგან შედგება.

რუსეთი სტატუს ქვოს აღდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ თვალსაზრისით ექვსპუნქტიან გეგმაში წერია: ”საერთაშორისო მექანიზმის მოლოდინში, რუსული სამშვიდობო ძალები [და არა შერეული სამშვიდობო ძალები] უსაფრთხოების დამატებით ზომებს განახორციელებენ”.

მიუხედევად იმისა, რომ ეს ტოვებს სივრცეს უსაფრთხოების ზომების ინტერნაციონალიზაციისთვის, გეგმა ამასთან დაკავშირებით რაიმე მყარ გარანტიებს არ იძლევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს 13 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს იკისროს ვალდებულება კონფლიქტის ზონაში, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო მზადაა დამკვირვებლები გააგზავნოს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლების მიზნით, თუმცა იმ პირობით, თუ ამას გაერო დათანხმდება - ეს წინაპირობა კი რუსეთს ამგვარის გადაწყვეტილების დაბლოკვის საშუალებას აძლევს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებით.

საქართველო ასევე შიშობს, რომ ტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დებულების არ არსებობამ შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოიტანოს. ის, რისი მიღწევაც თბილისმა ამ ეტაპზე მოახერხა, არის იმ დებულების ამოღება, რომელიც ორი თვითგამოცხადებული რეგიონის სტატუსის განსაზღვრისკენ მოუწოდებს.  თბილისმა სიტყვა ”სტატუსის” არსებობა გეგმის პირველად ტექსტში სხვადასხვა ინტერპრეტაციის წყაროდ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობად მიიჩნია.

ამჟამად, გეგმის ტექსტი ასეთია: ”საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ.”

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10