Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო მტკიცებულებებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'08 / 13:39

New York Times-მა 15 სექტემბერს გამოაქვეყნა იმ მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე საქართველო 7 აგვისტოს გვიან ღამით ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა.

მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ New York Times-საც გადასცა, შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი არის, სავარაუდოდ, სეპარატისტული რეგიონის მესაზღვრე რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა და მეორე - მისი მეთაური ცხინვალში. 

New York Times-ის პარტნიორი გაზეთის International Herald Tribune-ის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცალკე სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე ოსი პიროვნება ქართული მობილური ოპერატორის “მაგთის” ქსელით სარგებლობდა.

პირველ საუბარში, რომელიც 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზეა ჩაწერილი, ოსი მესაზღვრე როკის გვირაბთან, გვარად გასიევი, ეუბნება მის ზემდგომს ცხინვალში, რომ რუსმა პოლკოვნიკმა სთხოვა ოს მესაზღვრეებს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარონ სამხედრო ტექნიკას, რომელმაც გვირაბი ”გადაჭედეს.”

”BMP-ები და სხვა მანქანები გამოუშვეს და გადაჭედეს აქაურობა. ბიჭებიც გარშემო დგანან,” - ამბობს მესაზღვრე როკის გვირაბთან, New York Times-ის ცნობით.

რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედგა საუბარი ამ ორ პიროვნებას შორის. მეორე საუბარი ჩაწერილია 3:52 საათზე. ზემდგომი ცხინვალიდან ეკითხება იმავე გასიევს: ”ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა თუ რა ხდება?”

”ჯავშანტექნიკაც და ხალხიც,” - პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გამოიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, იგი პასუხობს: ”კი, 20 წუთის წინ; მე როცა დაგირეკე, ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ”.

New York Times-ი ასევე აღნიშნავს სტატიაში, რომ ჩანაწერებში არ არის მკაფიოდ საუბარი შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე კეთდება რამე მინიშნება, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ.

კითხვაზე თუ რატომ გავცელდა ეს ჩანაწერები მხოლოდ ერთი თვის თავზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უპასუხა New York Times-ს, რომ ჩანაწერები დაიკარგა ომის დროს, მაშინ როდესაც ის ჯგუფი რომელიც დაზვერვით ოპერაციებს ახორციელებდა თბილისიდან გორში გადავიდა.

New York Times-ი აცხადებს, რომ ქართული მხარის მტიკებულებები, ”თავისთავად უტყუარი არ არის, მაგრამ ის აშკარად ხატავს იმ რთულ სურათს, რომელიც ომის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე არსებობდა”.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სატელეფონო საუბრების ნამდვილობას არ უარყოფს, რუსეთის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ აღნიშნულ მტკიცებულებას, იტყობინება New York Times-ი.

რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი უვაროვმა, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო, განუცხადა New York Times-ს, რომ ჯარების გადაადგილება სამხრეთ ოსეთისკენ ომის დაწყებამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციას და შევსებას.

თუმცა, New York Times-ი აღნიშნავს, რომ ”როგორც მინიმუმ, სატელეფონო საუბრები - რომლებიც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და მიიჩნიეს უტყუარად თუ არა, სანდოდ მაინც - მიანიშნებს იმაზე, რომ რუსულ სამხედრო გადაადგილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, იყო ეს რუტინული თუ მტრული განზრახვით, მანამდე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ, რის შემდეგაც მოხდა დაძაბულობის გადაზრდა საომარ მოქმედებებში”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39