Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'08 / 18:30

მინისტრთა კაბინეტმა პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით და ასევე ოთხი შეცვლილი მინისტრით პარლამენტის ნდობა 1 ნოემბრის რიგგარეშე სესიაზე მოიპოვა. 

განახლებულ მთავრობას 98 დეპუტატმა დაუჭირა მხარი,11-მა დეპუტატმა უმცირესობიდან კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ზურაბ ადეიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, იუსტიციის მინისტრი გახდა - ეს სტრუქტურა უკვე გენერალურ პროკურატურასაც მოიცავს.  მან ამ პოსტზე ნიკა გვარამია შეცვალა; გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, კულტურის მინისტრის პოსტზე  ნიკოლოზ ვაჩეიშვილი შეცვალა; დეპუტატმა კობა სუბელიანმა თამარ მარტიაშვილის ადგილი დაიკავა ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. სუბელიანს პარლამენტში შესვლამდეც ეკავა ეს თანამდებობა; სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა გოგა ხაჩიძემ კი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღვალაძე შეცვალა.

35 წლის მგალობრიშვილმა, რომელიც კარიერული დიპლომატიიდან ახლა მოვიდა პოლიტიკაში, განუცხადა დეპუტატებს, რომ ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” - პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ - იქნება მისი მთავრობის მთავარი ამოცანა.

”ბევრი გაკეთდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ეს არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი ბევრი თანამემამულე სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრია გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უსაფრთხოების გასაზრდელად,”- განაცხადა მან სამთავრობო პროგრამის საპრეზენტაციო სიტყვაში.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია 50-თვიანი პროგრამის განხორციელება, რასაც წინ უნდა უძღოდეს სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის 18-თვიანი პროგრამის განხორციელება აგვისტოს ომის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მისი თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოს ”ორი მთავარი გამოწვევა გაუჩნდა - რუსული აგრესია და საერთაშორისო ფინანსური კრიზისი”.

”18-თვიანი გეგმის შესრულება იქნება მთავრობის ტაქტიკური ამოცანა და დააბრუნებს საქართველოს დინამიური განვითარების გზაზე, რაც საფუძველს შეუქმნის 50-თვიანი პროგრამის წარმატებულ განხორციელებას,”- განაცხადა მან.

ახალი პრემიერის განცხადებით, ”რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა” იქნება მისი მთავრობის მთავარი მიზნები ”რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების” გატარების გზით.

”დემოკრატიულმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რამაც სამართლიანი შეკითხვები გააჩინა საზოგადოებაში, მათ შორის კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, მის გეგმებში შედის ”საკუთრების უფლების დაცვის მონიტორინგის სისტემის დანერგვა ”. თუმცა მან ვერ დაასახელა ამ წინადადების დეტალები და განაცხადა, რომ მზადაა კონსულტაციებისათვის, მათ შორის პარლამენტთან, მონიტორინგის სპეციფიკური მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

მგალობლიშვილის განცხადებით, 2009 წლიდან პენსიის 100 აშშ დოლარის ნიშნულამდე ეტაპობრივი ზრდა იგეგმება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის მზად დაასახელოს აღნიშნული ზრდის გრაფიკი. მისი თქმით, მომავალი წლიდან ასევე იგეგმება მასწავლებელთა ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 50 ლარით.

მან ასევე ითხოვა 15-დღიანი ვადა პარლამენტისგან 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებისათვის, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტში განსახილველად, რათა ”პირადად მე შევძლო ამ ბიუჯეტის შემდგომი კორექტირება და მთავრობის მიზნებზე მორგება”.

პარლამენტში გამოსვლისას, მგალობლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ”გახსნილია კონსულტაციებისათვის” საპარლამენტო ოპოზიციასთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე.

”სამი დღე არ იყო საკმარისი ახალი კაბინეტის ფორმირებისათვის, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იყო პრეზიდენტისათვის, რომ მთავრობა ძირეულად არ გადახალისებულიყო. მე მზად ვარ დავიწყო პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან კონსულტაციები ამ საკითხზე [კოალიციურ მთავრობაზე], რადგან სწორედ კონსოლიდაცია გვჭირდება ახლა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ამჟამინდელ მინისტრებს ის ”პროფესიონალებად” განიხილავს, რაც არარადიკალური ცვლილებების კიდევ ერთი მიზეზია.

საპარლამენტო უმცირესობისა და პარტია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმცირესობა მხარს არ უჭერს მთავრობას, რადგან მასში რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა.

მისი თქმით, არავის აუხსნია რატომ გაუშვეს ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე თანამდებობიდან, როცა იმავდროულად, ”ჩვენ ვისმენდით [მმართველი პარტიისგან], რომ მთავრობა ძალიან კარგად მუშაობდა”.

”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია თვლის, რომ მთავრობამ იმუშავა ცუდად აგვისტოს მოვლენების დროს, ცუდად იმუშავეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა,”- განაცხადა თარგამაძემ.

საპასუხო გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ თავდაცვის მინისტრისა და მისი არმიის დამსახურებაა საერთაშორისო ჩარევასთან ერთად ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარებმა თბილისი ვერ აიღეს.

დისკუსიის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ კარგი დიპლომატია, არამედ დიდი პოლიტიკური მომავალიც აქვს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25