Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სარკოზი ბუშს საქართველოს გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ნოე.'08 / 10:58

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 13 ნოემბერს, რომ სწორედ ის და არა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაერია და აღმოუჩინა დახმარება საქართველოს და რუსეთს აგვისტოს ომის შეჩერებაში.

”როდესაც 8 აგვისტოს ვიღაცას მოუწია მოსკოვში ან თბილისში გამგზავრება, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები? იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვინც თქვა, რომ ”ეს მიუღებელია”? თუ საფრანგეთი, რომელმაც დიალოგს შეუწყო ხელი,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ელისეის სასახლეში გააკეთა, სადაც იგი ფრანგული ჟურნალის Politique Internationale-ის პრიზით დააჯილდოვეს ”პოლიტიკური სიმამაცისთვის”.

”მახსოვს მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დამირეკა ამერიკის პრეზიდენტმა და მითხრა: ”ნუ წახვალ, მათ [რუსებს] თბილისში შესვლა უნდათ, ისინი 40 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. ნუ წახვალ, უბრალოდ დაგმე ეს ფაქტი [რუსეთის შეჭრა]... ჩვენ იქ [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] ბერნარ კუშნერთან ერთად ვიყავით, და თითქოს შემთხვევით, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი le Nouvel Observateur იტყობინებოდა 12 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს უნდოდა, რომ რუსულ ძალებს თბილისი აეღოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოეგდოთ, მაგრამ პრეზიდენტმა სარკოზიმ 12 აგვისტოს მოსკოვში ყოფნის დროს დაარწმუნა, რომ ეს არ გაეკეთებინა.

ჟან-დევიდ ლევიტი ჟურნალთან ინტერვიუში იხსენებს საფრანგეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პრემიერ მინისტრს შორის საუბარს: ”სააკაშვილს კვერცხებით ჩამოვკიდებ,” უთხრა პუტინმა სარკოზის, რაზეც სარკოზიმ გაკვირვებულმა უპასუხა:”ჩამოკიდებ?” ”რატომაც არა?” უპასუხა პუტინმა, ”ამერიკელებმა სადამ ჰუსეინი ხო ჩამოკიდეს”. ”კი მაგრამ, შენც ხო არ გინდა ბუშივით დაამთავრო?” - ჰკითხა სარკოზიმ. პუტინმა ამაზე გარკვეული პაუზის შემდეგ უთხრა სარკოზის: ”ამაში მართალი ხარ”.

Times-ი იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც ფრანგულმა რადიომ ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს წაუკითხა, რომელიც 13 ნოემბერს პარიზში იმყოფებოდა, სადაც იგი სარკოზის შეხვდა, სააკაშვილმა ”ნერვიულად გაიცინა” და უპასუხა: ”ვიცოდი ამის თაობაზე, მაგრამ დეტალები არ ვიცოდი”. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7