Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინის პრესსამსახური ფრანგული სტატიის ”პროვოკაციულობაზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ნოე.'08 / 13:05

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მართლაც მოიხსენიებდა მკაცრი ტონით პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმს, თუმცა ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნებული ციტატები ინსინუაციებია, იტყობინება 14 ნოემბერს ”რია ნოვოსტი” რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის უფროსზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი le Nouvel Observateur 12 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ 12 აგვისტოს მოსკოვში პრეზიდენტ სარკოზისა და პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის შემდეგი შინაარსის დიალოგი გაიმართა: ”სააკაშვილს კვერცხებით ჩამოვკიდებ,” უთხრა პუტინმა სარკოზის, რაზეც სარკოზიმ გაკვირვებულმა უპასუხა:”ჩამოკიდებ?” ”რატომაც არა?” უპასუხა პუტინმა, ”ამერიკელებმა სადამ ჰუსეინი ხომ ჩამოკიდეს”. ”კი მაგრამ, შენც ხომ არ გინდა ბუშივით დაამთავრო?” - ჰკითხა სარკოზიმ. პუტინმა ამაზე გარკვეული პაუზის შემდეგ უპასუხა: ”ამაში მართალი ხარ”.

”ვლადიმერ პუტინმა მართლაც გამოიყენა საკმაოდ მკაცრი რიტორიკა სააკაშვილის რეჟიმის მისამართით. ამასთან, ასეთი ტიპის ”ციტატების” გამოქვეყნება, და ისიც საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით სულ ცოტა აბსოლუტურ გაუგებრობას იწვევს,”- აცხადებს პესკოვი და სტატიის ”პროვოკაციულ” ხასიათზე მიუთითებს.

le Nouvel Observateur ასევე წერდა, რომ პუტინს აგვისტოში თბილისის აღება და სააკაშვილის ჩამოგდება სურდა, თუმცა სარკოზიმ ეს გეგმა გადააფიქრებინა.

პუტინის პრესსამსახურის უფროსი განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი მედვედევი, ხოლო ”ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თავის ფუნქციებს ასრულებს”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7