Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლონეთის და საქართველოს ლიდერების კორტეჟის მახლობლად სროლები განხორციელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'08 / 10:48

სროლების ხმა გაისმა, როდესაც საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კოლონა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახალგორის მონაკვეთთან მდებარე რუსულ საგუშაგოს მიუახლოვდა, განაცხადეს ქართულმა ტელეკომპანიებმა კვირას საღამოს.

თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტად ჰაერში იქნა განხორციელებული გასროლები, თუ სადმე სხვაგან.

პოლონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტ სააკაშვილს პრესკონფერენციაზე როგორ მოხდა, რომ ქართველი ჟურნალისტები წინასწარ მოხვდნენ შემთხვევის ადგილას და დადგმული ხომ არ ყოფილა ინციდენტი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ შემთხვევის ადგილას ქართველი ჟურნალისტები არ ყოფილან და ერთადერთი ოპერატორი ადგილზე იყო მისი ადმინისტრაციიდან, რომელიც ყოველთვის ახლავს მას. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი არასდროს შეუქმნიდა საფრთხეს პოლონეთის პრეზიდენტის სიცოცხლეს.

ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ კორტეჟში მყოფი მანქანის შიგნიდანაა გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალაში მართლაც ისმის  სროლების ხმა, სატელევიზიო მასალა არასრულია და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

პრეზიდენტმა კაჩინსკიმ პოლონელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: ”ზოგიერთმა შესაძლოა ახლა თქვას, რომ ეს ქართველებმა დადგეს, მაგრამ ამის თქმა ძალიან არასერიოზული იქნებოდა, ამგვარი მიდგომა ძალიან არასერიოზული იქნებოდა”.

”მე აქედან მივმართავ ჩემს მეგობრებს ევროკავშირში და ასევე ჩემს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვთხოვ მათ სწორი დასკვნები გააკეთონ ამ ინციდენტიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის,” - განაცხადა კაჩინსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ინციდენტი ნათლად გვახსენებს იმას, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

მისი თქმით, ინციდენტი ნათელი მაგალითი უნდა იყოს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი ასე თუ ისე ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორმა პრეზიდენტმა ახალგორისკენ გადაუხვია, როდესაც ისინი თბილისიდან კასპის რაიონის სოფელ მეტეხისკენ მიემგზავრებოდნენ, რათა სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა მოენახულებინათ.   

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინციდენტს საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებზე ”თავდასხმა” უწოდეს.

”ცეცხლი პრეზიდენტების მიმართულებით გაიხსნა,” - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქართველ ჟურნალისტებს, ”ეს თავდასხმა უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც კვლავ აქვთ რაღაც ილუზიები რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებით”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17