Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე: საქართველო-აშშ-ს ხელშეკრულებას დეკემბერში მოეწერება ხელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'08 / 11:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 21 დეკემბერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ”ახალ წლამდე” მოეწერება ხელი.

”ტექსტი წარედგინა ქართულ მხარეს; ახლა, ქართული მხარე გარკვეულ ცვლილებებს შესთავაზებს ორშაბათს და სამშაბათისთვის, ვფიქრობ, ტექსტი უკვე საბოლოოდ შეთანხმდება და მას ალბათ ახალ წლამდე მოეწერება ხელი,” - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ჩარჩო ხელშეკრულება ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ, კულტურის და დემოკრატიზაციის საკითხებს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ქართული მედია არასწორად ამახვილებენ ყურადღებას მომავალი ხელშეკრულების უსაფრთხოების ასპექტებზე. ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ რამდენადაც მან იცის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიცაზიის საკითხებს ეხება.

ხელშეკრულება, სავარაუდოდ, ანალოგიური იქნება იმისა, რომელსაც აშშ-მ და უკრაინამ 19 დეკემბერს მოაწერეს ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ქარტია, რომელიც ხუთ პუნქტს მოიცავს, ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში; ასევე დემოკრატიის გაძლიერებას და დანამშრომლობას კულტურის სფეროში.

აშშ-უკრაინის ქარტიაში ნათქვამია, რომ ის ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც ორივე მხარე იზიარებს და ”ერთმანეთის სუვერეიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს”. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49