Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის სააკაშვილის გადადგომის თაობაზე ”სახალხო პლებისციტს” იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 მარ.'09 / 15:36

ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ირაკლი ალასანიას ლიდერობით  რესპუბლიკელებსა და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის გასამყარებლად ხალხის გამოკითხვას იწყებს და პარალელურად აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმის თაობაზე. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ იზიარებს ”ჯანსაღი” პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის თაობაზე საზოგადოებრივ დაკვეთას. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთიანი არიან ხელისუფლების კონსტიტუციური შეცვლის მიზნის ირგვლივ.

”რა თქმა უნდა, გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ ეს იქნება დაძლეული იმ კონსულტაციების შედეგად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება გამართული,”- განაცხადა მან.

ამ კონტექსტში ალასანიამ არ გამორიცხა 9 აპრილის აქციაში მონაწილეობა.

”ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შევთანხმდებით ოპოზიციური ძალები იმ სამოქმედო გეგმაზე, რამაც წარმატებით უნდა მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე ყველა საპროტესტო მშვიდობიანი აქცია,” - განაცხადა მან. 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგნორირებით უპასუხა ალიანსის ულტიმატუმს 5 მარტამდე რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, ალიანსი თბილისსა და რეგიონებში იწყებს ”ფართომასშტაბიან” კამპანიას, რომლის მიზანია სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის ირგვლივ მოქალაქეების მხარდაჭერის დემონსტრირება, რასაც ალასანიას თქმით, ”ექნება მორალური მავალდებულებელი მხარე”.

რეფერენდუმის წინადადების უარყოფის თაობაზე მან განაცხადა:  ”სამწუხაროდ როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილს არ აღმოაჩნდა არც რეალობის აღქმის ადეკვატური შეგრძნება და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დაეყენებინა ეროვნული ინტერესები პიროვნულზე მაღლა და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობდა სახელმწიფოში და საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას”.

სააკაშვილმა რეფერენდუმის დანიშვნის შანსი დაკარგა და ”რეფერენდუმზე საუბარი უნდა შეწყდეს”, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ულტიმატუმი ალიანსმა სააკაშვილს 23 თებერვალს წაუყენა. მათი ეს მოთხოვნა არ გაიზიარა არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის უმეტესობამ, 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა და წამოიწყო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია - მსგავსი იმისა, რასაც ალიანსის ”სახალხო პლებისციტი” გულისხმობს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25