Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის ”პლებისციტის” შუალედურ შედეგებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'09 / 10:52

ალიანსი საქართველოს მიერ 23 მარტიდან გამოკითხული 402 803 მოქალაქიდან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დადებითი პასუხი გასცა 86.52%-მა - 348 509-მა მოქალაქემ; ხოლო უარყოფითი 13.48 % - 54 394 -მა გამოკითხულმა.

ეს არის არაფორმალური საერთო სახალხო ”პლებისციტის” შუალედური შედეგები, რომელიც ალიანსმა 31 მარტს გამოაქვეყნა. ირაკლი ალასანიას გუნდი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობენ, მათ შორის ”კარდაკარ” სიარულის გზით. 

ალიანსის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ამომრჩეველთა დაახლოებით 35%-ს მიეცა საშუალება გაეცა დადებითი ან უარყოფითი პასუხი კითხვაზე  - "თანახმა ხართ თუ არა საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები". ალიანსის მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში გამოკითხულია 175 999, ხოლო რეგიონებში  - 226 804 ამომრჩეველი.

”როგორც პლებისციტის დღეისთვის არსებული შედეგების მიხედვით აშკარად  ჩანს,  საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების  უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ გზით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, პრაქტიკულად, ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური ნებაა,”- ნათქვამია ალიანსის პრესრელიზში. 

ალიანსი საქართველოსთვის  პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 9 აპრილიდან დაგეგმილი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15