Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი ტელევიზია ევროპელი დიპლომატების განცხადების არასწორ ციტირებას აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 აპრ.'09 / 20:12

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 24 აპრილს ერთ-ერთ თავის საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა, რომ ერთობლივ განცხადებაში თბილისში აკრედიტებულმა ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს შეკრების თავისუფლების შესახებ, რომ ”რეკომენდაციას ვაძლევთ ოპოზიციას და ხელისუფლებას უზრუნველყონ ამ უფლების გამოყენება მშვიდობიანი და უსაფრთხო გზებით”.

ამავე ინფორმაციის თანახმად, განცხადება ასევე მოუწოდებდა ორივე მხარეს ”რაც შეიძლება ნაკლებად შეაფერხონ ინსტიტუციების ნორმალური ფუნქციონირება და ყველა მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება”. ანალოგიური ტექსტი წაიკითხეს პირველი არხის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20 საათზე.

განცხადების ორიგინალი კი, რომელიც ინგლისურ და ქართულ ენებზე გავრცელდა, ამბობს: ”[დიპლომატები] მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უზრუნველყვეს ამ უფლების [მშვიდობიანი შეკრების] მშვიდობიანად გამოყენება და ამ პროცესში დაწესებულებების ფუნქციონირებას და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას მინიმალური დაბრკოლებები შეექმნა”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13