Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: ”ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკურ პროცესზე გადასვლა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივნ.'09 / 20:22

საქართველოში მიმდინარე პროცესები თანდათან ”ახალ ფაზაში შედის”, რომლის დროსაც მეტი ფოკუსირება უნდა გაკეთდეს ”პოლიტიკურ პროცესზე და დიალოგზე”, განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

ვაშინგტონში 17 ივნისს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორები წარუდგენენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო კომისიას იმ ”ცვლილებებს, რომლებიც გვინდა რომ ვიხილოთ კონსტიტუციაში”. ”ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი წინადადებები საარჩევნო კოდექსზე და საარჩევნო კომისიაზე,” - დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ  თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და სამოქალაქო კონტროლის დამყარება სამართალდამცავ სტრუქტურებზე, ”რათა ისინი ჩამოშორდნენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს” მნიშვნელოვანია შესაფერისი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. 

”ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან სამუშაოდ და რომელიც უნდა იყოს იმ მთლიანი პაკეტის ნაწილი რაც საარჩევნო კალენდარის შეცვლამდე მიგვიყვანს,” - განაცხადა ალასანიამ, ”თუ ამ სფეროებს განიხილავს ხელისუფლება და ოპოზიცია და თუ ჩვენ ურთიერთგაგებამდე მივალთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მივაღწიოთ შეთანხმებას ახალ საარჩევნო კალენდარზე”.

”ჩვენ უნდა განვიხილოთ ხელისუფლებასთან, როგორ აჯობებს შევიყვანოთ ის პოლიტიკური ძალები - ისინი, ვინც უფრო ძლიერია - პარლამენტში და განვაგრძოთ დებატები [პარლამენტში] და როგორ გადავიტანოთ ეს კამათი ქუჩიდან პარლამენტში,” - დასძინა მან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ თუ ეს შეთანხმებები შემოდგომისთვის იქნება მიღწეული, რომელიც მისი თქმით, ”ძალიან რთული” პერიოდი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ”ჩვენ გვექნება მეტი პოტენციალი როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, რათა დავუპირისპირდეთ ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ჯერა, რომ ”ამ პროცესს ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეუერთდებიან”.

ალასანიას თქმით, მომიტინგეების ძალადობრივი დარბევები, ჯერძოდ 15 ივნისის , ასევე ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებათა სერია კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას მხარეებს შორის. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ ”შინაარსიანი” და ”ეფექტიანი” წინადადებები უნდა წარმოადგინოს.ინციდენტი

”ჩვენ უკვე დავიწყეთ ქუჩის საპროტესტო აქციების გადაყვანა უფრო პოლიტიკურ პროცესში,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო ნელ-ნელა ’საკნების’ აღება რამოდენიმე ქუჩიდან.

”ამრიგად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რათა ვუჩვენოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების პერსპექტივას კეთილსინდისიერად ვუდგებით,” - განაცხადა ალასანიამ. ”უახლოეს მომავალში, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება - და მე მჯერა, რომ გაგრძელდება - ჩვენ დავინახავთ ქუჩის პროტესტის დასრულებას და მთელი ამ დისკურსის პოლიტიკურ პროცესში გადატანას”.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ოპოზიციამ წარსულში შეცდომები დაუშვა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ვითხოვდით ცვლილებას და არ ვთავაზობდით რაიმე ეფექტიან ალტერნატივას”.

”ეს არის ზუსტად ტრანსფორმაციის მომენტი, რასაც ახლა ვხედავთ,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც ის აპირებდა რეგიონებში ჩასვლით, რათა მიიტანოს მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის გზავნილი ამომრჩევლებთან.

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკის უფრო მეტი ”საგნობრივი კრიტიკა” სხვადასხვა მიმართულებით.

ალასანიამ, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან - რესპუბლიკელებთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად თავდაპირველად სიფრთხილეს იჩენდა ქუჩის აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მან ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა აპრილში, რომ ზემოქმედება მოეხდინა პროცესებზე, რათა ეს პროცესები ”უფრო მშვიდობიანი გზით განვითარებულიყო”.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასავლელი მოკავშირეების როლზე საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ მისი სურვილია ”ხელშემწყობთა” როლში იხილოს აშშ და ევროკავშირი მოლაპარაკებების დროს, ვიდრე შუამავლებისა. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ასევე უნდა ახორციელებდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო შეთანხმებების მონიტორინგს, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმებების განხორციელება.  ალასანიას თქმით, მისი სურვილია, რომ ”მაღალი რანგის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-დან” ჩაერთოს ამ პროცესში. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19