Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House: საქართველოშო დემოკრატიის ხარისხი დაეცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ივლ.'09 / 20:32

Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად 2008 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.

”გარდამავალი სახელმწიფოები 2009” არის ყოველწლიური კვლევა და ის ყოფილი კომუნისტური ბლოკის 29 ქვეყანას მოიცავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალი. 

ჯამური მაჩვენებელი გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომელთა შორისაა: საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, სასამართლო სისტემა და კორუფცია.

კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის კოეფიციენტი 4.93-ია. შარშანდელი ანალოგიური კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 4.79 იყო, ხოლო 1999-2000 წლებში - 4.17. 2005 წლის ანალოგიურ კვლევაში კოეფიციენტი იყო 4.96.

”მიუხედავად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიებისა, საქართველო კვლავ რჩება ჰიბრიდულ სისტემად, სადაც პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილ პარლამენტს არ შეუძლია შეზღუდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციები,” - ნათქვამია მოხსენების იმ ნაწილში, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებაზეა საუბარი. 

”იმის გამო რომ არ არსებობს პრეზიდენტის რეალური შეზღუდვების მექანიზმები, იმის გამო რომ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას ჩაერთოს დიალოგში ოპოზიციასთან, ხოლო რუსეთთან აგვისტოს ომთან დაკავშირებული შეკითხვები პასუხგაუცემელია, დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში კოეფიციენტი 5.75-დან [შარშანდელ მოხსენებაში] 6.00-მდე გაუარესდა,” - ნათქვამია მოხსენებაში.

საქართველოს მაჩვენებელი ასევე გაუარესდა საარჩევნო პროცესის კატეგორიაში 4.75-დან 5.25-მდე იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რომელზეც ეუთო-ს დამკვირვებელთა დასკვნებში იყო აღწერილი 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ხარვეზები ხელისუფლებამ იმავე წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოასწორა.

მაჩვენებლების გაუარესება ასევე დაფიქსირდა სამოქალაქო საზოგადობის კატეგორიაში 3.5-დან 3.75-მდე. მოხსენების ნათქვამია, რომ მრავალფეროვანმა და აქტიურმა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც 1990 წლების ბოლოს ჩამოყალიბდა საქართველოში, 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაკარგა იმპულსი.

ქულები უცვლელი რჩება მედიის თავისუფლების (4.25), ადგილობრივი თვითმმართველობის (5.5), სასამართლო სისტემის (4.75) და კორუფციის (5.00) კატეგორიებში.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლევაში ნათქვამია, რომ მედია სივრცეში ”დომინანტურ როლს ასრულებენ ის მედია საშუალებები, რომელთა მფლობელებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს.”

ადგილობრივი თვითმმართველობასთან მიმართებაში კვლევაში ნათქვამია, რომ დიდი ქალაქების მერების არჩევა არ ხდება პირდაპირი წესით. ”მოქალაქეები ხშირად აწყდებიან სირთულეებს, როდესაც სურთ დახმარება მიიღონ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ან მაშინ, როდესაც მათ სურთ მიიღონ ინფორმაცია იმ ადგილობრივი ინიციატივების შესახებ,” - ნათქვამია მოხსენებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიერ ”დისკრიმინაციის” შესახებ გამოთქმული პრეტენზიების უგულებელყოფას. 

სასამართლო სისტემის შესახებ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ”ცოტა კონკრეტული ნაბიჯი იმ მოსაზრების გასაქარწყლებლად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და არა სასამართლო სისტემა, წყვეტს სასამართლო პროცესის ბედს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად არის კანონი, რომელიც არავის მიმართ არ არის ანგარიშვალდებული”.

კორუფციასთან მიმართებაში, მოხსენება აკრიტიკებს ხელისუფლებას ”შერჩევითი ანტი-კორუფციული კამპანიის” გამო, რაც ”ბევრის მოსაზრებით, არ ეხება პრეზიდენტის ახლო გარემოცვას”. 

საერთო ჯამში, Freedom House-ის მიხედვით, მოხსენებამ აჩვენა, რომ დემოკრატიის დონე შემცირდა იმ 29 ქვეყნის ორ-მესამედში, სადაც კველა ჩატარდა.

Freedom House-მა აღნიშნა, რომ კვლევაში ასახული რეიტინგები შედგა ორგანიზაციის, მისი მრჩევლების და ცალკეული ქვეყნების შესახებ მოხსენებების ავტორების კონსენსუსის საფუძველზე. Freedom House-ი ასევე აცხადებს, რომ ცალკეული ქვეყნების შესახებ თავებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ამ თავების ავტორებს. საქართველოზე მოხსენების ავტორი ელიზაბეტ ფულერ კარლსონია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6