Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ”რთული”, თუმცა ”კონსტრუქციული” იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'09 / 11:10

ქართული და აფხაზური მხარეები ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში 14 ივლისს გალში შეიკრიბებიან. ამ შეთანხმებას მხარეებმა 1 ივლისს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიეს.

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გამართეს და შეთანხმდნენ, რომ მეშვიდე რაუნდი 17 სექტემბერს გაიმართება.

გალში შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ეს იქნება ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში პირველი ამ ტიპის შეკრება აფხაზეთთან მიმართებაში.

ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ამგვარი შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების და ასევე რუსი სამხედრო მეთაურების მონაწილეობით. მესამე შეხვედრა 23 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა მონაწილეობაზე ოსური მხარის უარის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალი რამდენიმე ოსის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც, მათი განცხადებით, ქართულ მხარეს ჰყავს პატიმრობაში აგვისტოს ომის შემდეგ. ქართული მხარე უარყოფს ამ ბრალდებას. მესამე შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

”ამგვარი მექანიზმები საუკეთესო გზად რჩება ყველა მხარისთვის, რათა სწრაფად უპასუხონ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ინციდენტებს, და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს სტაბილურობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის და შენარჩუნების მიზნით,” - განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების მეექვსე რაუნდი ”ისევ კონსტრუქციული სულისკვეთებით გაიმართა”.

”ჩვეულებისამებრ, მეექვსე რაუნდი მომენტებში რთული იყო, თუმცა არა დრამატული,” - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა.

წინა რაუნდების მსგავსად, ბოლო შეხვედრაც ორ სამუშაო ჯგუფში გაიმართა, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებზე.

მოლაპარაკებების დროს პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართულმა და რუსულმა მხარეებმა წერილობითი წინადადებები გაცვალეს ძალის არგამოყენების თაობაზე.

რუსეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას. თუმცა, საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეთანხმება ასევე უნდა მოიცავდეს წინადადებებს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების თაობაზე.

მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს, მხარეებმა განიხილეს არსებითი საკითხები და შეთანხმდნენ, რომ გადავიდნენ ყოვლისმომცველ გეგმაზე, რათა მოაგვარონ დევნილთა საკითხები.

”ეს გულისხმობს დევნილთა დაბრუნებისთვის ადექვატური პირობების შექმნას, მათ შორის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის და ადამიანის უფლებათა საკითხებს; ასევე ინფრასტრუქტურის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებს და კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფას,” - ნათქვამია განცხადებაში.
 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15