Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფი მიტინგებზე საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'09 / 11:28

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების 15 წარმომადგენელი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაჩეროს ”არსებული ფორმით” მიტინგების, პოლიციის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების მიღება, რადგან ეს ”უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”.

ერთობლივ განცხადებას მმართველი პარტიის დეპუტატთა მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტის წინააღმდეგ, რომელსაც პარლამენტმა 11 ივლისს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, 14 ივლისს გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოაწერეს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ; ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ევროპული ინტეგრაციის ფორუმმა; სამოქალაქო მოძრაობამ ”მრავალეროვანი საქართველო”; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ; განათლების ეროვნულმა კავშირმა; კავშირმა 21-ე საუკუნე; საქართველოს იურისტთა გაერთიანებამ; კავკასიის ქალთა ქსელმა და ინვიდულურმა წარმომადგენლებმა. განცხადება ღიაა ხელმოწერისთვის.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები, რომლის ანალოგიურიც 2007-2009 წლებში უკვე განხორციელდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზრდის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას 30-დან 90-დღემდე; აწესებს განსაკუთრებით მკაცრ სანქციებს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიში სამართალდარღვევებისთვის - მაღალ ჯარიმებსა და 90-დღიან პატიმრობას რიგ ადმინისტრაციულ გადაცდომებზე;  სათანადო რეგულირების გარეშე შემოაქვს არალეტალური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა; არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებებისადა მანიფესტაციების თავისუფლებას.

”ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით - ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს,”- ნათქვამია  განცხადებაში.

საზოგადოებრივი ჯგუფი ასევე მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას ”წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას”; საერთაშორისო ორგანიზაციებს - აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების  სამართლებრივი შეფასების პროცესში და მედიას - უზრუნველყოს მაქსიმალური ინფორმირება ამ თემაზე. 

განცხადების ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ცვლილებების მიღება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ამ პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია განახორციელებს, კომისიის შესაძლო შენიშვნების გათვალისწინებით.  

ხელისუფლება გეგმავს ვენეციის კომისიას ცვლილებები მხოლოდ მათი მიღების შემდეგ გაუგზავნოს შესაფასებლად და საჭიროების შემთხვევაში უკვე მოგვიანებით გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები. 

”როგორც კი ცვლილებებს მივიღებთ, გავაგზავნის ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის. ასე რომ ეს მალე უნდა გაკეთდეს,”-  განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 15 ივლისს. 

თავდაპირველად, როცა ინიციატივის განხილვა დაიწყო პარლამენტში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ცვლილებები არ არის მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული და მათი მიღება სექტემბრისთვის იგეგმებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღემდე გაზრდის დებულება იმ პირობებში, როცა საქართველოს კანონმდებლობა, განსხვავებით ევროპულისგან, არ იცნობს ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრების უფლებას, ასევე არ არსებობს დაცვის სათანადოდ მომზადების საშუალება, წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმაზე გაცილებით ”აუტანელი” და ”წამების ტოლფასი” პირობებია, ვიდრე ჩვეულებრივ ციხეებში, ასევე ადმინისტრაციული სასჯელის მოხდისას კანონმდებლობა არ არეგულირებს სამედიცინოს შემოწმების, გასეირნების, პაემნების, განათლების უფლებებს.

”ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ 90-დღემდე პატიმრობის გაზრდა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან,”- განუცხადა ხიდაშელმა Civil.ge-ს.

მისი თქმით, არალეტალური იარაღის დაკანონება ზოგადად მისასალმებელია იმ ფონზე, როცა პოლიციამ ”სრულიად უკანონოდ” ისედაც გამოიყენა ამ ტიპის იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ - 2007 წლის ნოემბერსა და ამა წლის 6 მაისის ინციდენტების დროს. თუმცა მისი თქმით, დეტალურად უნდა იქნას რეგულირებული ამ იარაღის გამოყენების გარემოებები, ასევე სროლის დისტანცია.

”კანონპროექტში კი რეგულაცია არის საკმაოდ ფართო და პოლიციას მისცემს იმის საშუალებას, რომ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის არა საშიში გარემოებების არსებობისას გამოიყენოს არალეტალური იარაღი, რომლის გამოყენებას თუ მოხდება მოკლე მანძილიდან ან სხეულის რომელიმე განსაზღვრულ ნაწილში, შესაძლებელია, რომ სასიკვდილო შედეგით დამთავრდეს,”- განაცხადა მან. 

საიას-ს თავმჯდომარის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებები, რომელიც აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით ადგენს წესებს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომლის 25-ე მუხლი არ ითვალისიწნებს შეკრებებისას რაოდენობრივ შეზღუდვებს. მისი თქმით, მიღების შემთხვევაში ეს ცვლილებები შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი გახდეს.

ცვლილებების მიხედვით, ”ხალხის სავალი ნაწილის სრული გადაკეტვა, აგრეთვე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში”, თუ ხალხის ოდენობა სხვაგვარად მიტინგის განხორციელებას შეუძლებელს ხდის და დაუშვებელია ამის გაკეთება ”განზრახ” ან ”ხელოვნურად” როგორც მისი მონაწილეების მიერ, ისე ”ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით”. ამ წესის დარღვევა ერთ-ერთი საფუძველია იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ”მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ შეწყდეს” მანიფესტაცია.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტური აკრძალვაა,”- განაცხადა ხიდაშელმა და განაგრძო, რომ ეს წესი ”რა თქმა უნდა პოლიციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას, ვინაიდან მათ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული იყო თუ არა ხალხის რაოდენობა საკმარისი იმისთვის, რომ ხალხის და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მომხდარიყო მიტინგის გამართვა”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20