Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'09 / 18:50

ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” დააფუძნა 16 ივლისს.

”ვიწყებთ პოლიტიკურ ბრძოლას, პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას იმიტომ, რომ რეალურად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა და ამას, სწორედ, სჭირდება კარგი სტრუქტურის, სერიოზული პარტიის ჩამოყალიბება თავისი რეგიონალური ორგანიზაციებით,” - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ, რომელიც იმავდროულად ალიანსი საქართველოსთვის ლიდერიცაა - ალიანსი მის გუნდთან ერთად რესპუბლიკელებს და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს.

ალასანიას განცხადებით, მისი პარტია მემარჯვენე-ცენრისტული იდეოლოგიის იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა სახის ვადამდელ არჩევნებში, თუ თავისუფალი საარჩევნო გარემო იქნება ამისთვის წინასწარ უზრუნველყოფილი.

”ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რათა ერთობლივად განვახორციელოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნას,”  - განაცხადა ალასანიამ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს პირისპირ დიალოგი ხელისუფლებასთან.

”ჩვენ არ ვეძებთ მტრებს არც ერთ პოლიტიკურ ძალაში, მათ შორის არც ხელისუფლებაში, პირიქით ჩვენ გვინდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამოვძებნოთ საერთო ენა... მათ შორის ხელისუფლებასთანაც ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მტრებს,” - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ”მხოლოდ საპროტესტო აქციებით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა”.

”პირველ რიგში ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა [აქციების შედეგად], რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებისთვის, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება ძალიან ნათლად დავანახოთ, თუ რა ფორმით და როგორ ვაპირებთ ამ ცვლილების განხორციელებას,”- განაცხადა მან პარტიის პრეზენტაციაზე, ”ამიტომაც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, რომელიც უკავშირდება საგნობრივად, სფეროების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი ხედვა პრობლემების არსისა და მათი გადაწყვეტის თაობაზე”.

მისი თქმით, პარტია უახლოეს ხანებში წარმოადგენს კონკრეტულ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების და ასევე კონსტიტუციის დახვეწის კუთხით, რათა მოხდეს ”პრეზიდენტის ინსტიტუტში კონცენტრირებული განუზომელი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია”.

”ამგვარ სისტემად თავისუფალ დემოკრატებს გვესახება საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი პარლამენტით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებით,” - ნათქვამია პარტიის დოკუმენტში, სადაც ძირითადი ფასეულობები და პრინციპებია განსაზღვრული.

დოკუმენტში მოკლედ არის ასევე ჩამოყალიბებული ახალი პარტიის ეკონომიკური, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა.

ალასანიამ პარტიის კონკრეტული დამფინანსებლები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ”კანონიერი გზებით”, შემოწირულობებით იარსებებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22