Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'09 / 16:02

20 ივლისს ლევან ყუბანეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი არხის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან ”საკუთარი განცხადების” საფუძველზე გაათავისუფლა და გაჩენილ ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

გია ჭანტურია, არხის მთავარი პროდიუსერი გენდირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად.

ინფორმაცია ლევან ყუბანეიშვილის გადადგომის თაობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე ეს ოფიციალურად არ დასტურდებოდა. ყუბანეიშვილი, რომელიც სატელევიზიო ბიზნესში 1993 წლიდანაა ჩართული, საზოგადოებრივ მაუწყებელს სათავეში შარშან აპრილიდან ჩაუდგა და დაახლოებით 16 თვე ხელმძღვანელობდა.

ეს ქართულ ნაციონალურ ტელევიზიებში ბოლო დროს განხორციელებული უკვე მეორე დიდი ცვლილებაა. გიორგი არველაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი, მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედს” და რადიო ”იმედს” აერთიანებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსს, განაცხადების მიღება 21 ივლისიდან 3 აგვისტომდე გასტანს. კონკურსი ორ ტურად ჩატარდება - პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გამოცხადდება, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული 10 აგვისტოს გამოვლინდება და იგი თანამდებობაზე არაუგვიანეს 20 აგვისტოსი დაინიშნება.

კონკურსს სამეურვეო საბჭოს 5 წევრი ჩაატარებს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ხელმძღვანელობით. თავად საბჭოში, რომელიც 9 წევრისაგან შედგება, ამჟამად ოთხი ვაკანტური თანამდებობაა მას შემდეგ, რაც, ძირითადად, ოპოზიციის კვოტით გასულმა წევრებმა ეს ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 


 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24