Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთისთვის გაწვრთნიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 აგვ.'09 / 18:22

ამერიკელი საზღვაო ქვეითი ინსტრუქტორები თბილისში 15 აგვისტოს ჩამოვლენ, რათა გაწვრთნან ქართული ბატალიონი ავღანეთში მისიის 2010 წლის გაზაფხულიდან შესასრულებლად, განაცხადა პარასკევს აშშ-ის საელჩომ საქართველოში. 

”წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ უნარჩვევების გამომუშავებას, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს სხვა პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფების გვერდით კონტრ-ტერორისტულ გარემოში მოქმედებისათვის დასჭირდებათ,”- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

”წვრთნებისას საქართველოს არმიას არ გადაეცემა შეიარაღება,”- აღნიშნავს ამერიკული მხარე.

წვრთნის პროგრამა 1 სექტემბერს დაიწყება.

6 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიღებული გადაწყვეტილებით მწვანე შუქი მისცა ქართული ძალების ავღანეთში გაგზავნას.

საქართველო შემოდგომაზე ავღანეთში ქვეითთა ასეულს, ხოლო 2010 წელს ერთ ბატალიონს გაგზავნის.

ქართველი ქვეითები საფრანგეთის ძალების, ბატალიონი კი აშშ-ის მეთაურობის ქვეშ იმსახურებს.

”როიტერი” და New York Times-ი იტყობინებოდნენ 13 აგვისტოს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეფ მორელის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ”ეს [წვრთნის პროგრამა] არ არის გათვლილი იმაზე, რომ ისინი [ქართველი ჯარისკაცები] ქვეყნის შიდა თავდაცვაში მოვამზადოთ.”

”ეს არის აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი, რათა მან წვლილი შეიტანოს ავღანეთის ოპერაციაში, რაც, ყველა აღიარებს, რომ არის საჭირო და ღირებული,”- აცხადებს მორელი. 

”ჩვენ ძალიან გულწრფელები ვიყავით ჩვენს რუს კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ [საქართველოში],” - აღნიშნავს ის.

New York Times-ის ცნობით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითთა რაოდენობა, რომლებიც წვრთნებს ჩაატარებენ, 10-დან 69-მდე იმერყევებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ”ყოველგვარი ეროვნული შეზღუდვის გარეშე იქნება წარგზავნილი,” რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი არ დააწესებს შეზღუდვებს მათ გადაადგილებასა და მისიის შინაარსზე ავღანეთში.  

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ”საქართველოს სურვილი, გაგზავნოს ბატალიონი საერთაშორისო უსაფრთხოების მზარდაჭერის ოპერაციაში ნატოელი პარტნიორების დასახმარებლად ავღანეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილია”.

დაგეგმილი წვრთნის პროგრამის შესახებ პირველად 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც ამაზე თბილისში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა”ჩვენ გავწვრთნით და შემდეგ იმ აღჭურვილობით დავეხმარებით, რაც ქართველ სამხედროებს დასჭირდებათ ადგილზე ავღანეთში”. 

ანალოგიური წვრთნა ჩაუტარეს ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ქართულ დანაყოფებს ერაყში განთავსებამდე. საქართველომ თავისი დაახლოებით 2 ათასი სამხედრო ერაყიდან შარშან, აგვისტოს ომის დროს გამოიწვია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45