Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ანგარიში ტელეარხების მფლობელთა გამჭვირვალობის ნაკლებობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ნოე.'09 / 12:04

საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭირვალობას და კონკურენტუნარიანი, პლურალისტური სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანგარიშში, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიში, რომელიც ქართული მაუწყებლების მფლობელების ვინაობის გარკვევის მცდელობას წარმოადგენს, ასევე მიმოიხილავს ქვეყნის სატელევიზიო ბაზარსა და ტელესივრცეს. 

ანგარიშის თანახმად, მათ, ვისაც სურთ კერძო ტელეკომპანიების ანონიმურად ფლობა და კონტროლი, ამისთვის რეგულირების მოქმედი ლიბერალური სისტემა გამოიყენეს, რომელიც არ კრძალავს მედია საშუალებების წილების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ, მაგ შორის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების  მიერ ფლობას.

”ეროვნული არხების მფლობელებმა ეს ლიბერალური მიდგომა გამოიყენეს და ამჟამად საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხისრუსთავი 2”-ის და ”მზის” ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია,” - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი გაურკვეველი კომპანია - Denal Union-ი ტელეკომპანია ”საქართველოს” (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს ფლობს. ანგარიშის თანახმად, ასევე ბუნდოვანია Rakeen-ის და მისი შვილობილი კომპანიის RAAK Georgia Holding-ის, რომელიც ”იმედის” 90%-ის მფლობელია, სამართლებრივი სტრუქტურა, ”რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან”.

ანგარიში ასევე მოიცავს საქართველოში მოქმედი, 40-ზე მეტი ტელეკომპანიის ჩამონათვალს, მათი ოფიციალური მფლობელების მითითებით, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

”რამდენიმე რეგიონალური ტელევიზიის თანამფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრია,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელიც ”დღესდღეობით ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანო არ არის”,  არ აქვს უფლებამოსილება დაადგინოს ვინ არიან ტელეკომპანიების ფაქტიური მფლობელები და გამოიძიოს, თუ ვინ დგას ლიცენზიების მფლობელი იურიუდიული პირების უკან. 
   
”ამ პრობლემის გადაჭრა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესწორებების შეტანის გზით ადვილად არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეტ ინფორმაციას ფლობდეს სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე კომპანიების აქციონერებზე და რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,” - ნათქვამია ანგარიშში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21