Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო კორუფციასთან ნომერ პირველი მებრძოლია - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'09 / 15:13

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო გახდა მსოფლიოში ”ნომერ პირველი” მებრძოლი კორუფციასთან და ამ მხრივ პროგრესი ბევრად დიდია, ვიდრე ამას ”საერთაშორისო გამჭირვალობა” წლევანდელ ”კორუფციის აღქმის ინდექსით” აფასებს.

”მე მიმაჩნია, რომ მათი შეფასება კიდევ არაობიექტურია იმიტომ, რომ ბევრად მეტია პროგრესი, ვიდრე ისინი წარმოსახავენ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს არ არის სააკაშვილის პიარი, როგორც ზოგიერთ თავგაცხელებულ და ტვინგაცხელებულ ადამიანს წარმოუდგენია,”- აღნიშნა მან, ”ეს არის რეალობა. ევრობანკის გამოკვლევით ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სამ არაკორუმპირებულ ქვეყანათაგანი და ეს ყველაფერი იძლევა იმას, რომ რა მტრებიც არ უნდა გვყავდეს, რა პოლიტიკური ამბიციებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, საქართველო ვითარდება”.

სააკაშვილმა ეს განცხადებები გააკეთა ცერემონიალზე, რომელზეც მან გზების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ამ პროცესში ჩართული რამოდენიმე პირი დააჯილდოვა, მათ შორის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, საქართველო იქნება ძალიან წარმატებული და ძალიან განვითარებული ქვეყანა, ”მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას გეოპოლიტიკურად მუდმივად არყევენ, მიუხედავად შიდა დესტაბილიზაციის, რომელშიც ასევე, სამწუხაროდ გარე ძალა აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს”.

”საერთაშორისო გამჭირვალობის” შეფასებით, 2009 წელს საქართველოში კორუფციის დონე მცირედით შემცირდა და 4.1 ქულით 180 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე იმყოფება.

გასულ წელს საქართველოს ქულა 3.9 იყო. ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული)  შკალაზე.

2003 წლის ინდექსში საქართველო ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა 1.8 ქულით, რაც საქართველოს იმ ქვეყანათა რიგს მიაკუთვნებდა სადაც, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობის” შეფასებით, კორუფცია ”ყოვლისმომცველია”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14