Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის მოქალაქე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'09 / 10:44

ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ 55 წლის ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის განცხადებით, ბადრი ყურაშვილი, რომელიც სამხედრო ობიექტებზე მშენებელ მუშად მუშაობდა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ქართულ დაზვერვას ადგილობრივი სამხედრო ნაწილების შესაახებ.

ოფიციალური ინფორმაციით, ყურაშვილი ”კოდირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით” აგზავნიდა ცნობებს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილა. 

ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ჯემალ ნაკაიძეს ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს - ექვსწლიანი პატიმრობა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11