Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 იან.'10 / 11:31

მუხროვანი ამბოხის საქმეზე მოსამართლემ კობა კობალაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მომზადების ბრალდების ნაწილში.

თუმცა კობალაძეს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობდა, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვას უკავშირდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ მას ეს ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა 5 მაისს დაკავების შემდეგ, კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურორი ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის, კობა კობალაძისთვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

კობალაძისგან განსხვავებით, რომლის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში კიდევ ერთი მთავარი ფიგურის გია ღვალაძის ჩვენება იყო, რომელთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მოსამართლემ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა ამ საქმის სამ მთავარ განსასჯელს.

რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს მოსამართლემ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა.

სამივეს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა სამივე ამ ბრალდებას უარყოფს.

ამის გარდა, გორგიაშვილი და ამირიძე მოსამართლემ ასევე ცნო დამნაშავედ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ხოლო ოთანაძეს ასევე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს კახა კობაიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა;  ხოლო პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს დავით სულხანიშვილს 3 წელი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორივე ყოფილი სამხედრო მეთაურისთვის, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდათ ბრალი, პროკურორი, ფულად ჯარიმასთან ერთად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

ოთანაძის, ამირიძის და გორგიაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რადგანაც არ ეთანხმებიან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხის ბრალდებას. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ღვალაძის ჩვენებები კობალაძესთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლოში მათი საქმის მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რადგანაც ღვალაძის ჩვენებები ბრალდების მხარის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა ოთანაძის, ამირიძის და გორგიაშვილის წინააღმდეგაც. თუმცა, კობალაძის საქმისგან განსხვავებით, ამ სამ პიროვნებასთან და სხვა განსასჯელებთან მიმართებაში პროკურატურამ სხვა მტკიცებულებებიც წარადგინა.

მოსამართლის გადაწყვეტილება ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ მან გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში რვა თვის წინ განვითარებული მოვლენები იყო ამბოხება, რომლის საბოლოო მიზანსაც ხელისუფლების ჩამოგდება წარმოადგენდა და ეს არ იყო რამოდენიმე სამხედრო მეთაურის მხრიდან მხოლოდ დაუმორჩილებლობა.   

მოსამართლემ თავისი განაჩენის დასაბუთება უნდა წარმოადგინოს. მას შემდეგ, რაც ეს დასაბუთება იქნება წარმოდგენილი, ადვოკატები ზემდგომ ინსტანციას მიმართონ.

მოსამართლემ MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს ზურაბ ჩალათაშვილს, რომელიც ალექსეევკას საჰაერო ბაზაზე მსახურობდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში სცნო დამნაშავედ და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზურაბ ბზიშვილს, რომელსაც ბრალი დაუმორჩილებლობასა და ჯავშანტექნიკის უკანონო გადაადგილებაში ედებოდა, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

განაჩენის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ შვიდ სამოქალაქო პირის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებების გადაკვალიფიცირება მოახდინა.

მათ ბრალად ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობაში ედებოდათ ბრალი, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გადაკვალიფიცირდრეს როგორც დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევა. ამის გარდა, მოსამართლემ ისინი ასევე ცნო დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. მათი სასჯელის ვადა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.

დაუმორჩილებლობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ კიდევ ხუთ სამოქალაქო პირს 9-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

11 იანვარს მოსამართლემ საპროცესო გარიგება დაამტკიცა კობა ოთანაძის ნათესავს, ზაზა სანოძესა და პროკურატურას შორის; შედეგად მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა იარაღის უკანონო ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21